ამ ადამიანის პოლიტიკაში
არსებობა და მისი
მონაწილეობა ცნობილია,
როგორც „ნაციონალური
მოძრაობის“ ჩრდილოვანი
დამფინანსებელი,
განაცხადა პარლამენტის
ვიცე-სპიკერმა ნინო
წილოსანმა თავდაცვის
ყოფილი მინისტრის, დავით
კეზერაშვილის სახლის
ჩხრეკის საკითხის
კომენტირებისას.„ამ
ადამიანის ზოგადად
პოლიტიკაში არსებობა და
მისი მონაწილეობა, ერთის
მხრივ, ვიცით და ცნობილია,
როგორც „ნაციონალური
მოძრაობის“ ჩრდილოვანი
დამფინანსებელი. მათ შორის,
დიმა ჩიქოვანი, რომელიც ასე
ვთქვათ უკვე პოლიტსაბჭოს
კონიუნქტურაშიც ჰყავს
ჩასმული „ნაციონალურ
მოძრაობას“. სწორედაც რომ
ამ ძალადობრივი
პოლიტიკური ძალის, ასე
ვთქვათ, ორგანიზატორი არის
ისევე, როგორც
დამფინანსებელი და ის
კავშირი, რომელიც აქციების
ძალადობრივ ხასიათსა და ამ
ბინებიდან ამოღებულ, თუ
ოფისებიდან ამოღებულ
მასალებს შორის ნათელი
არის, რა თქმა უნდა, ასევე
ნათელ წარმოდგენას
გვაძლევს, თუ რა
პროცესებთან გვაქვს
საქმე“, - განაცხადა
წილოსანმა.შსს-ს ცნობით,
კეზერაშვილის სახლის
ჩხრეკისას საცხოვრებელ
ბინაში სამალავიდან
ამოღებულია რამდენიმე
ათეული არარეგისტრირებული
ცეცხლსასროლი იარაღი,
მაყუჩები, საბრძოლო
ვაზნები, კომპიუტერული
ტექნიკა და მეხსიერების
ბარათი.