საქართველოს თავდაცვის
ძალების მე-6 საარტილერიო
ბრიგადის დაარსებიდან 16
წელი შესრულდა. თავდაცვის
სამინისტროს ცნობით,
საზეიმო ცერემონიალი
ხონში, მე-6 საარტილერიო
ბრიგადის სამწყობრო
მოედანზე გაიმართა.პირად
შემადგენლობას იუბილე
საქართველოს თავდაცვის
ძალების დასავლეთის
სარდალმა, ბრიგადის
გენერალმა კობა გრიგოლიამ
და მე-6 საარტილერიო
ბრიგადის მეთაურმა,
პოლკოვნიკმა დავით
ფოფხაძემ მიულოცეს.
სამხედრო მოსამსახურეებმა
პატივი მიაგეს
საქართველოს
დამოუკიდებლობისა და
ტერიტორიული
მთლიანობისთვის დაღუპული
გმირების ხსოვნას.საზეიმო
ღონისძიებაზე უწყების
წარმომადგენლებმა
სამხედრო მოსამსახურეები
უწყებრივი მედლებით -
„გენერალი კვინიტაძე“,
„სამშობლოსთვის
თავდადებული“, „გიორგი
ანწუხელიძე“, საშტატო
იარაღებით, ფასიანი
საჩუქრებითა და საპატიო
სიგელებით დააჯილდოვეს.მე-6
საარტილერიო ბრიგადის
დაარსების დღესთან
დაკავშირებით, გაიმართა
„ღია კარის დღეც“, რომელსაც
სამტრედიისა და ხონის
საჯარო სკოლების
მოსწავლეები დაესწრნენ.
ღონისძიებაზე სამხედრო
მოსამსახურეების ოჯახის
წევრებიც
იმყოფებოდნენ.სტუმრებმა
სიმულაციების კლასი და
გამოფენილი სამხედრო
ტექნიკაც დაათვალიერეს.