თურქეთში, ანტალიის
აეროპორტში დაფრენის
შემდეგ Azimut Airlines-ის
თვითმფრინავს Sukhoi Superjet 100-ს,
ცეცხლი გაუჩნდა.
ინფორმაციას
BBCავრცელებს.მედიის ცნობით,
შემთხვევის შედეგად
არავინ დაშავებულა.
თვითმფრინავიდან
მგზავრების ევაკუაცია
დროულად
განხორციელდა.თვითმფრინავი
სოჭიდან ანტალიის
მიმართულებით მიფრინავდა
და თურქეთში დაფრენა ცუდი
ამინდის პირობებში
მოუწია.ცეცხლი
თვითმფრინავის ერთ-ერთ
ძრავს გაუჩნდა, რის
სავარაუდო მიზეზად,
დაფრენის დროს
თვითმფრინავის ასაფრენ
ბილიკთან შეჯახება
სახელდება.მეხანძრე-მაშველებმა
თვითმფრინავზე ხანძრის
ჩაქრობა ოპერატიულად
შეძლეს. ხანძრის დროს,
ბორტზე 89 მგზავრი და
ეკიპაჟის 6 წევრი
იმყოფებოდა.