ეს სერიოზული ომია და სათანადო მობილიზაციაა საჭირო, მაგრამ მან [ზელენსკი] გაათავისუფლა გენერალი და ის მარიონეტებით ჩაანაცვლა - კონგრესმენი ვიქტორია სპარცი

Primetime.ge 3 კვირის წინ 27
ეს სერიოზული ომია და სათანადო მობილიზაციაა საჭირო, მაგრამ მან [ზელენსკი] გაათავისუფლა გენერალი და ის მარიონეტებით ჩაანაცვლა - კონგრესმენი ვიქტორია სპარცი
უკრაინული წარმოშობის ამერიკელმა კონგრესმენმა, ვიქტორია სპარცმა განაცხადა, რომ უკრაინამ უნდა მოახდინოს მთელი ქვეყნის მობილიზება რუსეთის აგრესიისთვის წინააღმდეგობის გასაწევად.„სამწუხაროდ, პრეზიდენტმა ზელენსკიმ უკრაინელი ხალხი დააღალატა. მან არ მოამზადა ქვეყანა ომისთვის. მან არ გაუწია საკმარისი მხარდაჭერა საკუთარ ჯარს. მას კორუფციის პრობლემა არ მოუგვარებია, თუმცა არაერთ გრანდიოზულ პრეზენტაციას აკეთებს“, - აღნიშნა კონგრესმენმა.„მან არ გამოაცხადა საყოველთაო მობილიზაცია, არ მოამზადა ჯარი და არაფერი გააკეთა თავისი ხალხის რეალური მხარდაჭერისთვის. ეს მისი პასუხისმგებლობაა. სამწუხაროდ, მან მიიყვანა ეს ომი იმ მდგომარეობამდე, რომელშიც ახლა ვართ“, - აღნიშნა ვიქტორია სპარცმა.მისი თქმით, უკრაინა სამხედრო რეჟიმზეა გადასაყვანი და ეს ორი წლის წინ უნდა მომხდარიყო.„ეს არის ძალიან რთული და სასტიკი ომი და მთელი ქვეყანა უნდა იყოს მობილიზებული. ეს სერიოზული ომია და სათანადო მობილიზაციაა საჭირო, მაგრამ მან გაათავისუფლა გენერალი და ის მარიონეტებით ჩაანაცვლა“, - დასძინა მან.
სრულად წაიკითხეთ სტატია