დღევანდელ, მილიონზე მეტი
ამომრჩევლისგან
მხარდაჭერილ ხელისუფლებას
სანქციებით ვერ შეაშინებ,
მე იმაზე ვლაპარაკობ, უკვე
კომედიის ჟანრს რომ
სცილდება ამერიკის
წარმავალი მთავრობის
ადმინისტრაციის დღეს
დაწესებული სანქციები, -
ამის შესახებ ექსპერტი
ნინო ფოჩხუა, სოციალურ
ქსელში წერს.მისი
განცხადებით, სანქციების
გარდა, სასაცილოა ისიც, რომ
მშვიდობიანებს უწოდებდე
მომიტინგეებს, რომლებმაც
დააზიანეს
სამართალდამცავები და
გადაწვეს რუსთაველი, მით
უმეტეს, აშშ-ის მიერ
კაპიტოლიუმზე
თავდამსხმელების დასჯის
ფონზე. ფოჩხუას თქმით,
იმედია ტრამპის
ადმინისტრაციის პირობებში
ორი ქვეყნის ურთიერთობები
გაუმჯობესდება."დღევანდელ,
მილიონზე მეტი
ამომრჩევლისგან
მხარდაჭერილ ხელისუფლებას
სანქციებით ვერ შეაშინებ,
მე იმაზე ვლაპარაკობ, უკვე
კომედიის ჟანრს რომ
სცილდება ამერიკის
წარმავალი მთავრობის
ადმინისტრაციის დღეს
დაწესებული
სანქციები.მაშინ, როცა
სააკაშვილის კრიმინალურ
ხელისუფლებას, ამერიკა არა
თუ სანქციებს უწესებდა,
"დემოკრატიის შუქურად"
მოიხსენიებდა, დღეს იმიტომ
რომ საქართველოს მოქმედი
ხელისუფლება არ უშვებს
ქვეყანაში რევოლუციური
გზით სახელმწიფო
გადატრიალებას და სხვის
ომში ჩართვას, სჯის მხოლოდ
ამისთვის. გამაოგნებელია
მათი ასეთი მოქმედება,
მხარს უჭერდე კრიმინალებს,
რომლებსაც ზოგს უკვე
მოხდილი აქვთ სასჯელი, ზოგი
კი დღესაც ციხეშია,
ვერანაირ სტრატეგიულ
პარტნიორობაში ვერ ჯდება.
სასაცილოა ისიც, რომ
აკეთებდე მინიშნებას
მშვიდობიანი
მომიტინგეების უფლებების
შეზღუდვაზე, როცა ყველამ
ვნახეთ აგრესიულმა
მომიტინგეებმა როგორ
გადაწვეს რუსთაველი და
როგორ დააზიანეს
პოლიციელები. მსგავსი
უსამართლო დამოკიდებულება
არა მგონია წაადგეს ჩვენს
ურთიერთობას სტრატეგიულ
პარტნიორთან.არც იმის
გახსენება აწყენს
წარმავალ ამერიკის
ადმინისტრაციას რამხელა
მსხვერპლი იყო
კაპიტოლიუმზე თავდასხმის
მოგერიებისას.იმედს
ვიქონიებ, რომ ახალი
ადმინისტრაციის პირობებში
არსებითად გაუმჯობესდება
ურთიერთობები, წინააღმდეგ
შემთხვევაში, არ არის
გამორიცხული გაღვივდეს
ანტიდასავლური და
ანტიამერიკული
განწყობები, რაც არც ერთი
მხარის ინტერესში არ უნდა
შედიოდეს." - წერს ფოჩხუა.