დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა „ტურიზმის შესახებ“ კანონში ცვლილების პროექტი განიხილა

Primetime.ge 1 კვირა წინ 2
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა „ტურიზმის შესახებ“ კანონში ცვლილების პროექტი განიხილა
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა „ტურიზმის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე იმსჯელა.კანონპროექტი სხდომაზე კომიტეტის თავმჯდომარემ, შოთა ბერეკაშვილმა წარადგინა.მისი განმარტებით, „ტურიზმის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისი კანონქვემდებარე აქტების შემუშავების პროცესში, გამოიკვეთა მეტი დროისა და რესურსის საჭიროება, რათა მოხდეს სექტორის სრულყოფილად ინფორმირება, მომზადება და მიდგომების შეჯერება. სწორედ ამიტომ ხდება მთელი რიგი მუხლების ამოქმედების ვადების გადაწევა. კერძოდ,  პროექტით განსაზღვრული კანონქვემდებარე აქტებისა და „ტურიზმის შესახებ“ კანონის დებულებების ამოქმედების ვადები 2025 წლის 1 ივნისის  ნაცვლად 2026 წლის 1 იანვრამდე გადაიწევს.მთავრობის მიერ პარლამენტისთვის „საკურორტო საქმიანობის შესახებ“  კანონის პროექტის წარდგენის ვადა 2024 წლის 31 დეკემბრის ნაცვლად, 2026 წლის 1 იანვრამდე გადავადდება;2026 წლის 1 იანვრამდე გადავადდება კანონის 50-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის ამოქმედება, რომელიც ითვალისწინებს საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ ტურისტული დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის სტატუსის მინიჭებისა და გაუქმების, საქმიანობის წესისა და სტანდარტის დამტკიცებას.ასევე 2025 წლის 1 ივნისამდე გადავადდება საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ, სამართალდარღვევათა ოქმის ფორმის შემუშავება, რომელიც 2024 წლის 31 დეკემბრამდე უნდა ამოქმედებულიყო.კანონპროექტით გათვალისწინებულ  ცვლილებებს კომიტეტმა მხარი დაუჭირა.
სრულად წაიკითხეთ სტატია