საქართველოს რეგიონული
განვითარებისა და
ინფრასტრუქტურის
სამინისტროს საავტომობილო
გზების დეპარტამენტის
ინფორმაციით,
გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის
გზის კმ1-კმ40 მონაკვეთზე
ავტოტრანსპორტის მოძრაობა
აკრძალულია.„დიდთოვლობის
გამო,
შიდასახელმწიფოებრივი
მნიშვნელობის
გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის
საავტომობილო გზის კმ1-კმ40
მონაკვეთზე, დროებით
იზღუდება ყველა სახის
ავტოტრანსპორტის
მოძრაობა.საავტომობილო
გზის კმ41-კმ106 მონაკვეთზე
შეზღუდულია მისაბმელიანი
და ნახევრადმისაბმელიანი
ავტოტრანსპორტის
მოძრაობა, ხოლო დანარჩენი
სახის ავტოტრანსპორტის
მოძრაობა თავისუფალია“, –
აღნიშნულია ინფორმაციაში.