საქართველოს მთავრობის
ვალი და უპირველესი
ამოცანა მდგომარეობს
იმაში, რომ ქვეყანა
რამენაირად მშვიდობით
გაიყვანოს ამ ურთულეს
პერიოდში, - განაცხადა
გადაცემაში „დღის
ქრონიკა“ კულტურის
საპარლამენტო კომიტეტის
თავმჯდომარემ,
უმრავლესობის წევრმა
გიორგი გაბუნიამ.ამრიგად,
ის გამოეხმაურა
საზოგადოებაში არსებულ
პოლარიზაციას და მუქარის
შემცველ მოწოდებებს.„ჩვენ
ვნახეთ ევროპარლამენტში
საქართველოს პრეზიდენტის
ქალბატონი სალომე
ზურაბიშვილის გამოსვლა,
როგორი აპლოდისმენტებით
და ოვაციებით შეხვდა მას
ზოგიერთი
ევროპარლამენტარი. მე
მინდა გითხრათ ერთი რამ,
რომ ძირითადი
დაპირისპირება და
განხეთქილება, თუ ასე
დავარქმევთ ამ პროცესს,
გახლავთ შემდეგი, რომ თუ
მაგალითად საქართველოს
ხელისუფლება მიიღებს ხვალ
გადაწყვეტილებას, რომ
გაათავისუფლოს მიხეილ
სააკაშვილი ყოველგვარი
მართლმსაჯულების პროცესის
გარეშე, დაუწესებს
სანქციებს რუსეთს,
გააგზავნის მებრძოლებს
უკრაინაში შეიძლება
შეიარაღებასაც და
გაიწვევს უკან
გამჭვირვალობის კანონს და
ვეტყვით ჩვენ ყველას, რომ
ვისაც გინდათ და რამდენი
ფულიც გინდათ დახარჯეთ
საქართველოში ისე, რომ ჩვენ
ამას არ ვიკითხავთ და არ
დავინტერესდებით,
გავიწვევთ უკან კანონს
ოჯახური ღირებულებებისა
და არასრულწლოვანთა
დაცვის შესახებ და ვიტყვით,
რომ ჩვენ თურმე
მიზანშეწონილად მიგვაჩნია
გავხსნათ დიალოგი და
დისკუსია
ლგბტ-პროპაგანდის
მიზანშეწონილობის
შესახებ, მაშინ ჩვენ
გარწმუნებთ, რომ გაცილებით
უფრო მქუხარე ტაშს
დაგვიკრავენ
ევროპარლამენტში. და ეს
გვინდა ჩვენ? არის ეს ჩვენი
ეროვნული ამოცანა დღეს? ან
უნდა იყოს ეს ჩვენი
ეროვნული ამოცანა? ასეთი
სახელმწიფო გვინდა
ვაშენოთ ჩვენ? ამისთვის
დაიღვარა ის სისხლი,
რომელიც ჩვენმა
წინაპრებმა დაღვარეს
ჩვენი სახელმწიფოებრიობის
დამოუკიდებლობისთვის? და
ჩვენ რა პასუხი უნდა გავცეთ
მომავალ თაობებს?“, -
განაცხადა გაბუნიამ.მისი
თქმით, ეს არის სწორედ ის
ძირითადი საკითხები,
რომლებზეც დღეს მიდის დავა
საქართველოს
მთავრობასთან.„მიხეილ
სააკაშვილსაც უკრავდნენ
ტაშს გვახსოვს ჩვენ
უახლოეს ისტორიაში, მაგრამ
ამ ტაშის კვრამ სად
მიიყვანა მერე ჩვენი
ქვეყანა და ჩვენი ხალხი
ესეც ძალიან კარგად
გვახსოვს. ამიტომ, ვინ
როგორ ტაშს დაგვიკრავს და
რატომ დაგვიკრავს, ეს არ
არის მთავარი. მთავარია
ჩვენი სახელმწიფო და
ეროვნული ინტერესები.
ჩვენი ეროვნული
ინტერესები დღეს გადის
იმაზე, რომ ჩვენ რამენაირად
აი ამ ურთულეს პერიოდში,
ურთულეს ეპოქაში, როდესაც
დღეს მიმდინარეობს ომები
არა მარტო რუსეთ-უკრაინაში,
არამედ ჩვენ ვხედავთ რა
ხდება ახლო აღმოსავლეთში
და, პრაქტიკულად, თითქმის
ნახევარი მსოფლიო
პირდაპირ თუ ირიბად
ჩართულია სამხედრო
მოქმედებებში, ჩვენი ვალია
და ჩვენი უპირველესი
ამოცანაა, რომ საქართველო
რამენაირად მშვიდობით
გავიყვანოთ აი ამ ურთულეს
პერიოდში“, - აღნიშნა
გაბუნიამ.მან ასევე
განაცხადა, რომ როგორც კი
რუსეთ-უკრაინის ომი
დასრულდება, მყისიერად
შეიცვლება საერთაშორისო
ურთიერთობები. მათ შორის,
რადიკალურად შეიცვლება
დამოკიდებულებები
საქართველოს
მიმართ.„ასევე შეიცვლება
ჩვენი რადიკალური
ოპოზიციის
დამოკიდებულებები იქიდან
გამომდინარე, რომ მათ აღარ
ექნებათ გარე დავალებები
და ისინი, ასე ვთქვათ, არც
აღარავის დასჭირდება
მომავალში. მე მინდა ერთი
რამ ვთქვა, რომ
ევროკავშირის გაფართოება
ეს არის გარდაუვალი
გეოპოლიტიკური ამოცანა და
მე გარწმუნებთ, რომ ჩვენ
აუცილებლად გავხდებით
ევროკავშირის წევრი, ოღონდ
ისეთი საქართველოთი და
ისეთი ქვეყნით, როგორიც
ჩვენ გვინდა რომ ავაშენოთ“,
- განაცხადა გაბუნიამ.