გვარამია, სააკაშვილი და
სალომე ზურაბიშვილი
კატეგორიულად აცხადებდნენ
და დღესაც აცხადებენ, რომ
ამერიკის ახალი
ადმინისტრაცია რუსული
პროექტია. ამ შემთხვევაში
მათ არავინ აკრიტიკებს.
მხედველობაში მყავს ის
საზოგადოება, რომელიც
საპროტესტო აქციებზეა
გამოსული და მხარს უჭერენ
მათ დესტრუქციულ
განცხადებას, რომელიც
ევროპის საბჭოს
გენერალური მდივნის
პოზიციასთან დაკავშირებით
გააკეთეს, – ამის შესახებ
პარლამენტის პირველმა
ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ
განაცხადა.ვოლსკის თქმით,
ევროპის საბჭოს გენერალურ
მდივანს საინტერესო
განხილვები ჰქონდა იმ
საკითხების თაობაზე,
რომელიც დღეს რეგიონის,
საქართველოს წინაშე
დგას.„მან თავის
პლატფორმაზე გამოაქვეყნა
და ხაზი გაუსვა, რომ
არსებობს ოპოზიცია,
უმრავლესობა, ლეგიტიმურია
ხელისუფლება, რომელსაც
შეხვდა და საკმაოდ ვრცელი,
საინტერესო განხილვები
ჰქონდა იმ საკითხების,
პრობლემების თაობაზე,
რომელიც დღეს მსოფლიოს,
რეგიონის, საქართველოს
წინაშე დგას“, – განაცხადა
გია ვოლსკიმ.