გადაწყვეტილება, რომელსაც პროტესტი მოჰყვა პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ განმარტა - ირაკლი კობახიძე ირწმუნება, რომ "ქართული ოცნების" გადაწყვეტილება ევროკავშირის მხრიდან შანტაჟის მექანიზმის გამოყენებას აზღვევს

Primetime.ge 3 კვირის წინ 16
გადაწყვეტილება, რომელსაც პროტესტი მოჰყვა პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ განმარტა - ირაკლი კობახიძე ირწმუნება, რომ "ქართული ოცნების" გადაწყვეტილება ევროკავშირის მხრიდან შანტაჟის მექანიზმის გამოყენებას აზღვევს
ევროკავშირისთვის ოფიციალურად მიმართვის შემდეგ, პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ განმარტა მიზეზი, რატომ არ დადგება 2028 წლამდე დღის წესრიგში ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი. მთავრობის მეთაურის განცხადებით, გადაწყვეტილებით შანტაჟის მექანიზმის გამოყენებას აზღვევენ. ირაკლი კობახიძის თქმითვე, ქვეყანა ევროპული კურსის ერთგული რჩება და ევროკავშირის შეთავაზების შემთხვევაში, მზად არიან მოლაპარაკებების გახსნას დაუყოვნებლივ დათანხმდნენ. პრემიერმა იქვე ისიც დააზუსტა, რომ ამ პროცესის დასაწყებად მომავალი 4 წლის განმავლობაში ასოცირებისა და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების 90%-ზე მეტის შესრულებას გეგმავენ.პრემიერ-მინისტრის პრესკონფერენციის შემდეგ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გაასაჯაროვა ინფორმაცია, რის გამოც, მისივე განცხადებით, აუცილებელი გახდა ევროკავშირისთვის ოფიციალურად მიმართვა. მამუკა მდინარაძის თქმით, 16 დეკემბერს ევროსაბჭოს სხდომა და ამ შეკრებაზე მიღებული გადაწყვეტილება საქართველოში ოპოზიციას არეულობისთვის უნდა გამოეყენებინა. სახელისუფლებო პარტიამ კი მისივე თქმით, პროცესებს დაასწრო და ოპონენტებს ქაოსისთვის ბერკეტი გამოაცალა."საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება, თავად საქართველოს ხელისუფლები ინტერესი უნდა იყოს" - აცხადებენ ოპოზიციაში და მიიჩნევენ, რომ ამისთვის შემხვედრი ნაბიჯებიც სწორედ მთავრობამ უნდა გადადგას.სახელისუფლებო პარტიისთვის, მოწინააღმდეგეების განცხადებები, საზოგადოებაში დაბნეულობის შეტანას ემსახურება. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ოპონენტების სურვილი პოლიტიკური მანიპულაციებია.”ქართულმა ოცნებამ” ევროკავშირს განცხადებით გუშინ მიმართა. პრემიერ-მინისტრმა გუნდის პოზიცია გააჟღერა და სწორედ მისი ბრიფინგიდან გახდა ცნობილი, რომ ევროკავშირის წევრობაზე მოლაპარაკებების გახსნის ინიციატივა, მათი მხრიდან დღის წესრიგში მომდევნო 4 წელი არ დადგება.
სრულად წაიკითხეთ სტატია