ბრიტანეთი გომელაურს, დარახველიძეს, ხარებას, ლაგაზაურს და თამაზაშვილს სანქციებს უწესებს

News.ge 3 დღის წინ 5
ბრიტანეთი გომელაურს, დარახველიძეს, ხარებას, ლაგაზაურს და თამაზაშვილს სანქციებს უწესებს

გაერთიანებული სამეფო საქართველოში 5 მაღალჩინოსანს სანქციებს უწესებს.
დიდი ბრიტანეთის მთავრობის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, სანქციები უწესდებათ: შინაგან საქმეთა მინისტრს ვახტანგ გომელაურს, მის მოადგილეს ალექსანდრე დარახველიძეს, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორს სულხან თამაზაშვილს, განსაკუთრებულ დავალებთა დეპარტამენტის უფროსს ზვიად ხარაზიშვილს და მის მოადგილეს მილერი ლაგაზაურს.
“საქართველოს ხელისუფლებამ დაიწყო დემონსტრაციების, სამოქალაქო საზოგადოების, მედიისა და ოპოზიციის წარმომადგენლების სისტემური დარბევა მას შემდეგ, რაც საზოგადოებამ წინააღმდეგობა გაუწია ქართული ოცნების გადაწყვეტილებას, შეეჩერებინა ქვეყნის სვლა ევროპული მომავლისკენ.
ეს გადაწყვეტილება ძირს უთხრის საქართველოს კონსტიტუციის ძირითად დებულებას და მიიჩნევა ქართული ოცნების მხრიდან უკანასკნელ ნაბიჯად, რომელიც საქართველოს კრემლის პირისპირ მეტად დაუცველს ხდის.

სრულად წაიკითხეთ სტატია