ალექსანდრე დარახველიძე: ჩვენ გამოვიყენეთ ყველა ის საშუალება, რაც კანონით იყო განსაზღვრული და ზუსტად იმ პროპორციით და იმ მოცულობით, რაც შესაძლებელია, რომ გამოყენებული იყოს მსგავსი ძალადობრივი ქმედებების დროს

Primetime.ge 3 კვირის წინ 34
ალექსანდრე დარახველიძე: ჩვენ გამოვიყენეთ ყველა ის საშუალება, რაც კანონით იყო განსაზღვრული და ზუსტად იმ პროპორციით და იმ მოცულობით, რაც შესაძლებელია, რომ გამოყენებული იყოს მსგავსი ძალადობრივი ქმედებების დროს
ჩვენ გამოვიყენეთ ყველა ის საშუალება, რაც კანონით იყო განსაზღვრული და ზუსტად იმ პროპორციითა და მოცულობით, რაც შესაძლებელია, რომ გამოყენებული იყოს მსგავსი ძალადობრივი ქმედებების დროს, - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ 28 ნოემბრის აქციაზე საუბრისას.„შინაგან საქმეთა სამინისტრო იყენებს ყველა იმ სპეციალურ საშუალებას, რაც დადგენილია პოლიციის შესახებ კანონით და საკმაოდ ფართო ჩამონათვალია ამ საშუალებების. გარდა ამისა, თითოეული ის საშუალება, რომლის შესყიდვაც ხდება ჩვენი მხრიდან, შეესაბამება იმ საერთაშორისო სტანდარტებს, რაც დაშვებულია მსგავსი ტიპის ღონისძიების დროს პოლიციის მხრიდან მოქმედების შემთხვევაში. ამას იყენებენ ნებისმიერი ევროპული სახელმწიფოს საპოლიციო დანაყოფები.როდესაც აქცია არის ძალადობრივი, მის წინააღმდეგ ხდება სპეციალური საშუალებების გამოყენება. შესაბამისად, ჩვენ გამოვიყენეთ ყველა ის საშუალება, რაც კანონით იყო განსაზღვრული და ზუსტად იმ პროპორციითა და იმ მოცულობით, რაც შესაძლებელია, რომ გამოყენებული იყოს მსგავსი ძალადობრივი ქმედებების დროს.რაც შეეხება მაიდენტიფიცირებელ მონაცემებს, არანაირი ჩანაწერი საკანონმდებლო დონეზე მსგავსი ნორმები არ არსებობს. ჩვენ ვმოქმედებთ იმ სამართლებრივი ჩარჩოს ფარგლებში, რაც არის დადგენილი. პოლიციის მიმართ მსგავსი მოთხოვნა, რომ ოპერაციის თუ სხვადასხვა მოქმედების დროს ჰქონდეს მაიდენტიფიცირებელი მონაცემი, მსგავსი ჩანაწერი არ არსებობს”, - განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.
სრულად წაიკითხეთ სტატია