2022 წელს საჯარო მოხელეთა
ანაზღაურების
მარეგულირებელ
კანონმდებლობაში
განხორციელებული
ცვლილებების შესაბამისად,
2025 წელს გათვალისწინებულია
საბიუჯეტო ორგანიზაციებში
დასაქმებულთა
ანაზღაურების 10%-იანი
ზრდა.თავდაცვის, შინაგან
საქმეთა სამინისტროს და
უსაფრთხოების
სამსახურების
დაფინანსებაზე, ჯამურად,
გამოყოფილია 3 მილიარდ 350
მილიონ ლარზე მეტი, რაც
ჯამური ბიუჯეტის 10%-ს
აღემატება. გამოყოფილი
თანხის ფარგლებში,
განხორციელდება
პოლიციელებისა და
ჯარისკაცების ხელფასების
10%-იანი ზრდა;თავდაცვის
ინფრასტრუქტურისა და
შესაძლებლობების
განვითარებისათვის
გათვალისწინებულია 490,0 მლნ
ლარი;მცირე და საშუალო
ბიზნესის ხელშეწყობის
მიზნით, 2025 წელს
გათვალისწინებულია 240
მილიონ ლარზე მეტი, ხოლო
ინოვაციების ხელშეწყობის
მიმართულებით
გათვალისწინებულია 45
მილიონ ლარზე მეტი;სოფლის
მეურნეობის პროგრამების
დაფინანსებისთვის
გათვალისწინებულია 680 მლნ
ლარზე მეტი;გარემოს დაცვის
პროგრამების
დაფინანსებისთვის
გამოყოფილია 245 მილიონ
ლარზე მეტი;კულტურისა და
სპორტის დაფინანსებაზე
ნაერთი ბიუჯეტიდან
მიიმართება მილიარდ ლარზე
მეტი, რომლის ფარგლებში
მუნიციპალიტეტებში
განხორციელდება
ხელფასების 125-ლარიანი ზრდა.