ტურიზმის ეროვნული
ადმინისტრაცია ესპანეთში,
ბარსელონას საერთაშორისო
ტურისტულ გამოფენაზეა IBTM World
2024 წარმოდგენილი.საქმიანი
ტურიზმის მიმართულებით
ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ
გამოფენაზე ტურიზმის
ეროვნული ადმინისტრაციის
საკონვენციო და
საგამოფენო ბიურო, ასევე
კერძო კომპანიები
მონაწილეობენ. გამოფენის
მნიშვნელობაზე საუბრობს
Geogian Bus-ის დირექტორი შალვა
ხუციშვილი.„ძალიან
მნიშვნელოვანია
განსაკუთრებით ქვეყნის
პოპულარიზაციისთვის
მსგავს ღონისძიებებში
მონაწილეობა. IBTM World 2024 -ზე
სხვადასხვა ქვეყნის ბევრი
წარმომადგენელი ჩამოდის
და საქართველოს მიმართ ამ
გამოფენაზე საკმაოდ დიდია
ინტერესია. IBTM World 2024 -ზე
ინტენსიურად მიდის
მოლაპარაკებები,
მაქსიმალურად ვცდილობთ
ევროპელი ტურისტი და
ზოგადად ევროპული ბაზარი
მოვიზიდოთ,რადგან ფრენის
კუთხით ახლო ვართ და გვსურს
მაქსიმალურად ბევრი
ტურისტული მოვიზიდოთ
დასავლეთ ევროპიდან. ამ
ეტაპზე ჩვენი ძირითადი
ინტერესია: პოლონეთი,
გერმანია, ნიდერლანდები და
ესპანეთი“,-აცხადებს შალვა
ხუციშვილი.IBTM World 2024-ის
ფარგლებში ტურიზმის
ეროვნული ადმინისტრაციის
საკონვენციო და
საგამოფენო ბიუროს
წარმომადგენლებმა
შეხვედრა გამართეს
სხვადასხვა საერთაშორისო
კომპანიის
წარმომადგენლებთან.
საუბარი შეეხო
საქართველოში
საერთაშორისო
ღონისძიებების, ფორუმების,
კონფერენციებისა და
კონგრესების ჩატარებას.