23 წლის გი­ორ­გი სა­ყუ­რაშ­ვი­ლი მოკლეს: „გიო საოცარი, უკონფლიქტო ბიჭი იყო, მისი ბინიდან სულ მუსიკის ხმა გამოდიოდა …”

Dailyinfo.cc 2 თვის წინ 56
23 წლის გი­ორ­გი სა­ყუ­რაშ­ვი­ლი მოკლეს: „გიო საოცარი, უკონფლიქტო ბიჭი იყო, მისი ბინიდან სულ მუსიკის ხმა გამოდიოდა …”

სა­ბურ­თა­ლო­ზე გუ­შინ 23 წლის ახალ­გაზ­რდა სა­სიკ­ვდი­ლოდ დაჭ­რეს. კონ­ფლიქ­ტი რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ანს შო­რის და­ი­წყო და დაჭ­რით დას­რულ­და. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ახალ­გაზ­რდას ცივი ია­რა­ღით მრავ­ლო­ბი­თი ჭრი­ლო­ბე­ბი მი­ა­ყე­ნეს. ის კლი­ნი­კა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს, თუმ­ცა მისი გა­დარ­ჩე­ნა ვერ მო­ხერ­ხდა.

ambebi.ge-ს ინფორმაციით, მოკ­ლუ­ლი 23 წლის გი­ორ­გი სა­ყუ­რაშ­ვი­ლია. ის გლ­დან­ში ცხოვ­რობ­და. ბი­ჭის ახ­ლობ­ლე­ბი ჰყვე­ბი­ან, რომ ის უკონ­ფლიქ­ტო და ძა­ლი­ან კარ­გი პი­როვ­ნე­ბა იყო.

„ძა­ლი­ან კარ­გი ბიჭი იყო, ერთ-ერთ ინ­სტრუ­მენტზე უკ­რავ­და, მისი ბი­ნი­დან სულ მუ­სი­კის ხმა გა­მო­დი­ო­და. კარ­გი ოჯა­ხის შვი­ლი, გა­მარ­ჯო­ბას ვერ და­ას­წრებ­დი, უკონ­ფლიქ­ტო ადა­მი­ა­ნი იყო” – ჰყვე­ბი­ან ახ­ლობ­ლე­ბი.

„ორი დაჯ­გუ­ფე­ბა ყო­ფი­ლა, ერ­თმა­ნეთ­თან გარ­ჩე­ვა ჰქო­ნი­ათ. მოწ­მე ვარ ამ ყვე­ლაფ­რის. ფან­ჯრი­დან ვი­ყუ­რე­ბო­დი. ორი ჭრი­ლო­ბა მი­უ­ყე­ნე­ბი­ათ ძა­ლი­ან რთულ ად­გი­ლას. სას­წრა­ფომ გული ვერ აუ­მუ­შა­ვა… პა­ტა­რა ბი­ჭე­ბი იყ­ვნენ, რა­ტომ მოხ­და გარ­ჩე­ვა, არ ვიცი. დარ­ბოდ­ნენ” – ამ­ბობს ერთ-ერთი თვითმხილ­ვე­ლი „ტვ პირ­ველ­თან”.

ფაქ­ტზე გა­მო­ძი­ე­ბა 108-ე მუხ­ლით და­ი­წყო, რაც გან­ზრახ მკვლე­ლო­ბას გუ­ლის­ხმობს.

სრულად წაიკითხეთ სტატია