1937 წლის 16 დეკემბერს სიმბოლისტი პოეტი და “ცისფერყანწელთა” მოძრაობის ერთ-ერთი დამაარსებელი, ტიციან ტაბიძე საბჭოთა რეჟიმმა “ანტისახელმწიფოებრივი მოღვაწეობისთვის” დახვრიტა.
1937 წელს, ტაბიძემ უარი თქვა რეჟიმის მიერ რეპრესირებული ქართველი მწერალი, პაოლო იაშვივილი უცხო ქვეყნის ჯაშუშობაში “ემხილებინა”.
პაოლო იაშვილმა 1937 წლის 22 ივლისს მწერალთა სახლში თავი მოიკლა.
იაშვილის თვითმკვლელობიდან რამდენიმე თვეში, ტაბიძე რეჟიმმა “ანტისაბჭოთა მოღვაწეობის ბრალდებით” დააპატიმრა და დახვრიტა.
ტიციან ტაბიძის საფლავი არ არსებობს, თუმცა მისი სახელი დატანილია 1937 წელს რეპრესირებულ, უსაფლავო, ცნობილ მწერალთა და ხელოვანთა მემორიალზე ქართველ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა მთაწმინდის პანთეონში.