კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე სოციალურ ქსელში წერს:
,,Alert: თუ ამ პოსტს გადააზიარებთ, შეიძლება თქვენზე საარჩევნო კანონმდებლობით გათვალისწინებული შეზღუდვები გავრცელდეს.
აბსურდულად ჟღერს? ხელისუფლებამ ეს აბსურდი მოქმედ წესად აქცია.
ხომ გახსოვთ 2012 წელს მაშინდელი ხელისუფლება სატელიტურ ანტენებს რომ აპატიმრებდა? ანტიკორუფციული ბიუროს დღევანდელი გადაწყვეტილებით ქართულმა ოცნებამ სიტყვები დააპატიმრა.
კანონმდებლობაში გვაქვს ასეთი ცნება: „განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე პირი“. პირი ასეთია, როცა:
(1) სურს არჩევნების გზით ხელისუფლებაში მოსვლა;
(2) აცხადებს ამას საჯაროდ და
(3) ხელს უწყობს ამის სასარგებლოდ საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებას.
ასეთ სუბიექტებზე ვრცელდება ფინანსური გამჭვირვალობის ყველა წესი და შეზღუდვა რაც პარტიებზე. ამ ჩანაწერის მიზანი მარტივადაა გასაგები: კანონს სურს რეგულირების ქვეშ მოაქციოს ყველა, ვინც ცდილობს არჩევნების მეშვეობით ხელისუფლებაში მოსვლას. ანუ თუ პარტიად რეგისტრირებული არ ხარ, მაგრამ გაქვს ის მიზნები რაც აქვს პარტიას – ეს კანონი არ მოგცემს საშუალებას თავი აარიდო შეზღუდვებს და გამჭვირვალობის მოთხოვნებს.
ახლა როგორ განმარტა ეს ბიურომ (სასამართლოზე დაყრდნობით): მან თქვა, რომ განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე პირად ყოფნა, ანუ ხელისუფლებაში მოსვლის სურვილი, მხოლოდ ის კი არ არის, როცა საკუთარი თავის სასარგებლოდ ცდილობ საზოგადოებრივი აზრის ფორმირებას, არამედ ისიც როცა, რომელიმე პოლიტიკური ძალის წინააღმდეგ აკეთებ საჯარო განცხადებას. ეს განცხადებები პირს აქცევს პოლიტიკური პარტიის ექვივალენტ სუბიექტად და მასზე გაავრცელა ყველა ის წესი რაც პარტიაზე ვრცელდება.
ბიუროს მიერ ნორმის ასეთ ინტერპრეტაცია სამართლის განმარტების ყველა წესს ეწინააღმდეგება. ეს ნიშნავს, რომ ნებისმიერი ადამიანი ვინც საჯარო იტყვის: „ხმა არ მისცეთ ქოცებს!“ ან „ხმა არ მისცეთ ნაცებს!“ იძენს განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე პირის, ანუ ფაქტობრივად არარეგისტრირებუ