ასტროლოგი ხათუნა ნოელი გვიზიარებს აურის წმენდის რიტუალს, რომელიც ამაღამ, 23:45 საათიდან 00:15 საათის ჩათვლით უნდა შეასრულოთ:„წმენდის დროა!დღეს გვიან ღამით, ვიდრე 23 სექტემბერი დადგებოდეს, 23:45-დან 00:15 -ის ჩათვლით, ერთიანი ძალებით ვაკეთებთ ნახევარსაათიან წმენდის პრაქტიკას.შევდივართ მედიტაციურ მდგომარეობაში ნელა, თანდათან. წარმოვიდგენთ, როგორ სუფთავდება დაგროვილი ნეგატივისაგან ორგანიზმი ყველა ჩაკრის გავლით, პირველიდან მეშვიდემდე, ნათელი სხივის მეშვეობით. შემდეგ წარმოსახვაში სინათლის მეშვეობით ასუფთავებთ თქვენს გარშემო არსებულ ტერიტორიას, თანდათან აფართოებთ არეალს და წმენდთ იმდენს, რამდენზეც ეს ნახევარი საათი გეყოფათ.მიზანი არის იმუნიტეტის ამაღლება-გაჯანსაღებაში ორგანიზმისათვის დახმარება და ჩვენს გარშემო მყოფების დაცვა.„ბევრი ფული მინდა“, „კარგი სამსახური“ და „იმან შემიყვაროს“ თემების მსგავსის დრო არაა. მივხედოთ სიცოცხლეს! რომ არ გამოგრჩეთ, შეგიძლიათ საათი დააყენოთ,“ - წერს ასტროლოგი.