It is known what level of corruption there is and what kind of journalistic investigations are devoted to the information published on Mamuka Mamulashvili by Irakli Kirtskhalia.

Primetime.ge 2 months ago 86
It is known what level of corruption there is and what kind of journalistic investigations are devoted to the information published on Mamuka Mamulashvili by Irakli Kirtskhalia.
ეს არ იქნება მხოლოდ ერთი ფაქტი - ცნობილია, როგორ არის კორუფციის დონე და როგორი ჟურნალისტური გამოძიებები ეძღვნება სამწუხაროდ, ამ საომარ პერიოდში უკრაინაში მძვინვარე კორუფციას, - განაცხადა პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ირაკლი კირცხალიამ.იგი უკრაინულ მედიაში „ქართული ლეგიონის“ ხელმძღვანელ მამუკა მამულაშვილზე გამოქვეყნებულ ინფორმაციას გამოეხმაურა და იქ არსებული კორუფციის შესახებაც ისაუბრა.„უკრაინამ მიიღო კანონი, „ენჯეოები“, ასე ვთქვათ, ხელშეუხებელი კასტა გახადეს. ბოდიშს ვიხდი, მაგრამ რაღაც კასტა გახადეს. წარმოიდგინეთ, საომარი ვითარების დროს მეხანძრეს, სასწრაფოს ექიმს, საპატრულო პოლიციას, ყველას ჯარში წასვლა უწევს. თურმე, არასამთავრობო ორგანიზაციაში ვინც არის: დამფუძნებელი, თანაშემწე და ასე შემდეგ, ისინი არიან ხელშეუხებელი. ესეც მეტყველებს იმ დამოკიდებულებებზე, რაც უკრაინაში ხდება და რა დამოკიდებულებაც დონორებს აქვთ უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე“, - აღნიშნა კირცხალიამ.უკრაინული ინტერნეტ-გამოცემა Ukraine Today სტატიას აქვეყნებს, სადაც ამტკიცებს, რომ უკრაინაში მებრძოლმა „ქართული ლეგიონის“ ხელმძღვანელმა მამუკა მამულაშვილმა საკუთარი მოწამვლის ამბავი მოიგონა, რათა შემოწირულებები მიეღო.
Read Entire Article