ხელისუფლებას არათუ მიხეილ სააკაშვილის, მისი წიგნისაც კი ეშინია და ამ პრეზენტაციის ჩაშლა სცადა, მაგრამ 26 ოქტომბერს გვაქვს უნიკალური შანსი, ჩვენს ხელშია ქვეყნის ბედი და იმ საკნის გასაღები, რომელიც მიხეილ სააკაშვილს გაათავისუფლებს, – ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ აღმასრულებელმა მდივანმა, დავით კირკიტაძე რუსთავში, მიხეილ სააკაშვილის წიგნის პრეზენტაციაზე განაცხადა.დავით კირკიტაძის თქმით, დღევანდელი შეხვედრა სასტუმრო „რუსთავში“ მდებარე მოზრდილ დარბაზში უნდა შემდგარიყო, მაგრამ შუაღამისას მოკლეტექსტური შეტყობინებით უარი მიიღო იმ ადამიანებისგან, რომლებიც ხელშეკრულების საფუძველზე დარბაზს უთმობდნენ.დავით კირკიტაძის განცხადებით, ეს ხელისუფლების არნახული ზეწოლის შედეგია, რადგან ხელისუფლებას არამარტო მიხეილ სააკაშვილის, მისი წიგნისაც კი ეშინია.„ჩვენ იმ დარბაზში ჩვეულებრივად ჩაგვიტარებია შეხვედრები, მაგრამ ახლა, ხელისუფლებისგან არნახული ზეწოლის შედეგად, იმ ადამიანებისგან შუაღამისას მივიღე მოკლეტექსტური შეტყობინება, რომ დარბაზს ვერ დაგვითმობდნენ. ეს არის იმის დასტური, რომ ხელისუფლებას არამარტო მიხეილ სააკაშვილის ეშინია, რომელიც პუტინის ბრძანებით, ციხეში ჰყავს გამომწყვდეული, არამედ ეშინია მისი წიგნისაც კი და ჰქონდათ წიგნის პრეზენტაციის ჩაშლის მცდელობა, მაგრამ ჩვენ გვაქვს ეს ოფისი და მართალია, ვერ ვეტევით და ისეთი ვერ იქნება პრეზენტაცია, როგორიც ქალბატონ გიულისა და ბატონ გიას ჰქონდათ ჩაფიქრებული, მაინც ვატარებთ პრეზენტაციას და მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ქალბატონ გიულის, მესამე პრეზიდენტის დედას, რომელიც არ იშურებს ძალასა და ენერგიას. გარდა იმისა, რასაც გულით ატარებს და ამაზე დიდი უსამართლობა არ არსებობს, რომ მიხეილ სააკაშვილი, ვინც ეს ქვეყანა ააშენა, ზის ციხეში და ვინც ამ ქვეყანას ანგრევს, ჰყიდის და რუსეთს აბარებს, დადიან გარეთ და გვეყელყელავებიან: რუსთავში იყო რამდენიმე დღის წინ და სისულელეები იძახა და ეს ხალხი დადის გარეთ, მიხეილ სააკაშვილი კი ციხეში ზის. ამის მიუხედავად, ქალბატონი გიული დადის ყველგან – ზ??