It is really disturbing for me the so-called behavior of certain circles of the society. Bullying, insulting statements - about Prime Minister Lasha Talakhadze and Geno Petriashvili

News.ge 3 weeks ago 32
It is really disturbing for me the so-called behavior of certain circles of the society. Bullying, insulting statements - about Prime Minister Lasha Talakhadze and Geno Petriashvili

ჩემთვის მართლაც შემაშფოთებელია საზოგადოების გარკვეული წრეების ე.წ. ბულინგი, შეურაცხმყოფელი განცხადებები – პრემიერი ლაშა ტალახაძესა და გენო პეტრიაშვილზე
“ტალახაძე და გენო პეტრიაშვილი მხოლოდ სპორტსმენები არ არიან. მათ პირველ რიგში, პატრიოტიზმით და ქვეყნის სიყვარულით ჩადეს უდიდესი შრომა იმ წარმატებაში, რომელსაც ქვეყნისთვის მიაღწიეს” – “შაბათის კურიერში”, ლაშა დვალიშვილთან ექსკლუზიურ ინტერვიუში, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი მ პოლიტიკაში სპორტსმენების ჩართულობაზე ისაუბრა.
როგორც აცხადებს, მისთვის სპორტსმენების მიმართ ე.წ. ბულინგი და შეურაცხმყოფელი განცხადებები მიუღებელთან ერთად, აბსოლუტურად გაუგებარია:
“ტალახაძე და გენო პეტრიაშვილი მხოლოდ სპორტსმენები არ არიან. მათ პირველ რიგში, პატრიოტიზმით და ქვეყნის სიყვარულით ჩადეს უდიდესი შრომა იმ წარმატებაში, რომელსაც ქვეყნისთვის მიაღწიეს. პატრიოტიზმი არის უპირველესი ფაქტორი რატომაც ჩვენ ეს საერთო გადაწყვეტილება მივიღეთ. პარლამენტში ჩვენ გვჭირდება პატრიოტები, ადამიანები, რომლებსაც შესტკივათ გული საკუთარ ქვეყანაზე და ეს იყო გადაწყვეტილების მთავარი საფუძველი. ჩემთვის მართლაც შემაშფოთებელია საზოგადოების გარკვეული წრეების ე.წ. ბულინგი, შეურაცხმყოფელი განცხადებები. მგონია, რომ სინამდვილეში ასეთ ადამიანებს არც სპორტზე შესტკივათ გული და არც ქვეყანაზე. იყო შემთხვევები, როდესაც ოპოზიციას ჰყავდა წარდგენილი გამორჩეული სპორტული მიღწევების მქონე ადამიანები საკუთარ სიაში, ბოლო ასეთი პარლამენტში იყო ოლიმპიური ჩემპიონი კვირკველია. მე არ მახსენდება ჩვენი გუნდის არცერთი წარმომადგენელი, რომელიც პატივისცემით არ ხვდებოდა ამ კაცს. ჩვენ შეიძლება არ მოგვწონდა მისი პოლიტიკური კუთვნილება, მაგრამ მას აქვს განსაკუთრებ

Read Entire Article