Shalva Papuashvili calls on partners to refrain from interfering in the election campaign and states that foreign propaganda cannot be considered as a prerequisite for a free election environment.

News.ge 2 months ago 80
Shalva Papuashvili calls on partners to refrain from interfering in the election campaign and states that foreign propaganda cannot be considered as a prerequisite for a free election environment.

შალვა პაპუაშვილი პარტნიორებს საარჩევნო კამპანიაში ჩარევისგან თავშეკავებისკენ მოუწოდებს და აცხადებს, რომ უცხოური პროპაგანდა არ შეიძლება ჩაითვალოს თავისუფალი საარჩევნო გარემოს წინაპირობად
ოპოზიციის უუნარობა რაც უფრო ნათელი ხდება, მით უფრო იმატებს ქვეყნის გარედან საარჩევნო პროცესში ჩარევის სიხშირე და სიმწვავე. უცხოელების განცხადებების ინტენსივობა და შერჩეული დრო ქმნის მყარ განცდას, რომ ქვეყნის გარედან მომდინარე პროპაგანდის მიზანი ოპოზიციისთვის დღის წესრიგის შექმნაა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორ პაპუაშვილმა აღნიშნა, ჩნდება კითხვა, ხომ არ არის უცხოეთიდან ჩარევა მოსახლეობის პოლიტიკურ არჩევანზე ზეგავლენისა და არჩევნების შედეგების მანიპულირების მიზანმიმართული მცდელობა.
„წინასაარჩევნო პერიოდის დასკვნით ფაზაში შესვლასთან ერთად, სულ უფრო ცხადი ხდება, რომ ოპოზიცია ისტორიული მარცხის პირისპირ დგას. საზოგადოებისთვის უკვე ცხადია, რომ ოპოზიციის ცალყბად და უნიათოდ წარმოებული საარჩევნო კამპანია დაცლილია იდეებისგანაც კი, გეგმებზე რომ არაფერი ვთქვათ.
ოპოზიციის კამპანია აგებულია მხოლოდ დაპირისპირებაზე, ნეგატივზე და ზიზღის ენაზე, რაც უკვე არაერთხელ გახდა მათი საარჩევნო მარცხის მიზეზი ბოლო 12 წლის განმავლობაში.
რაც უფრო ნათელი ხდება ოპოზიციის უუნარობა, მით უფრო იმატებს ქვეყნის გარედან საარჩევნო პროცესში ჩარევის სიხშირე და სიმწვავე. უცხოელების განცხადებების და ქმედებების ინტენსივობა და შერჩეული დრო ქმნის იმის მყარ განცდას, რომ ქვეყნის გარედან მომდინარე ამ პროპაგანდის მიზანი ოპოზიციისთვის დღის წესრიგის შექმნაა, რაც ასეც ხდება.
პირდაპირი მნიშვნელობით, დღე არ გადის, რომ უცხოეთიდან არ იყოს რამე განცხადება, ინტერვიუ, სატელევიზიო ჩართვა, სტატია ან ვიზიტი, რომელიც პირდაპირ უკავშირდება საპარლამენტო არჩევნებს, ოპოზიციის დღის წესრიგს, და ეს ინფორმაცია შემდეგ ინაცვლებს ოპოზიციის კუთვნილ

Read Entire Article