„ღამის სერენადები 2024“ დასრულდა

News.ge 2 months ago 106
„ღამის სერენადები 2024“ დასრულდა

ლიანა ისაკაძის სახელობის საერთაშორისო ფესტივალი „ღამის სერენადები“ 20 სექტემბერს დასკვნითი საღამო თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში გაიმართა. ბაროკოს მუსიკის წამყვანმა შემსრულებლებმა მევიოლინემ ანდრეს გაბეტამ და ბლოკ-ფლეიტისტმა მორის შტიგერმა, ფესტივალის საბაზო ორკესტრთან, „საქართველოს ვირტუოზებთან“ ერთად წარმოადგინეს პროგრამა „ვივალდი და მეგობრები“. დამსწრე საზოგადოებამ უწყევტი აპლოდისმენტებითა და მქუხარე ოვაციებით დააჯილდოვა მუსიკოსები.
გიორგი ისაკაძე, “ღამის სერენადების” სამხატვრო ხელმძღვანელი:
“ფესტივალმა წელს 3 დიდ ქალაქში – ბორჯომში, ბათუმსა და თბილისში გამართა 7 შესანიშნავი კონცერტი არაჩვეულებრივი მუსიკოსების მონაწილეობით. წლევანდელი ფესტივალში მონაწილეობდნენ საერთაშორისოდ აღიარებული შემსრულებლები და ახალგაზრდა წარმატებული მუსიკოსები: ბეატრიჩე ვენეცი – დირიჟორი, იტალია; სანდრო ნებიერიძე – ფორტეპიანო, საქართველო; მარიო სტეფანო პიეტროდარკი – ბანდონეონი, იტალია; ელვინ ხოჯა განიევი – ვიოლინო, აზერბაიჯანი / თურქეთი; გიორგი შავერზაშვილი – ფორტეპიანო, საქართველო; გიორგი ხაინდრავა – ვიოლინო, საქართველო; ლიზი რამიშვილი – ჩელო, საქართველო; მარიამ როინიშვილი – სოპრანო, საქართველო; გიორგი ოიკაშვილი – კლარნეტი, საქართველო; მარიამ კიკალეიშვილი – მეცო-სოპრანო, საქართველო; ეროვნული სიმფონიური ორკესტრი; ანსამბლი „ბორჯომი“ ხელმძღვანელი გიორგი ბუგიანიშვილი. სოლისტებს ტრადიციულად თანხლებას უწევდა ფესტივალის საბაზო ორკესტრი „საქართველოს ვირტუოზები“ (პირველი ვიოლინო ლელა მჭედლიძე).
ვემშვიდობებით ჩვენს ძვირფას მსმენელს მომავალ წლამდე და კიდევ ერთხელ დიდ მადლობას ვუხდით ყველა მონაწილეს, თითოეულ მუსიკოსს, შესანიშნავ პუბლიკას.”
ანდრეს გაბეტა, მუსიკოსი:
“ამ ფესტივალის დამსახურებით საქართველოში მეორედ ვარ და აღფრთოვანებული ვარ ქართველი მსმენელის გამორჩეული და განსაკუთრებული გემოვნებით. ჩემთვის დიდი პატივია ქალბატონი ლიანა ისაკაძის მიერ დაა

Read Entire Article