პარტია „საქართველოსთვის“ წევრის, თეონა აქუბარდიას განცხადებით, პრეზიდენტის ქართულ ქარტიაზე ხელმოწერა არის მნიშვნელოვანი ევროპული მომავლის დასაცავად და ქვეყანაში ორპოლუსიანობის დასასრულებლად.„ჩვენ ყოველთვის ვამობდით, რომ ვუერდებოდით ქარტიის სულისკვეთებას რეფორმების დღის წესრიგთან დაკავშირებით. რაც შეეხება ქარტიის ხელმოწერის დამატებით არგუმენტებს, ერთი არგუმენტი არის ის, რომ ივანიშვილმა კიდევ უფრო მძიმე საფრთხეები შეუქმნა საქართველოს გაცხადებულ ინტერესებს, შეერთებული შტატების მხრიდან სანქციების მოლოდინი, ისევე როგორც უვიზო მიმოსვლის გადახედვის საფრთხე არის რეალური მოცემულობა.მოლაპარაკების პროცესი, რომელიც „ლელოსა“ და ჩვენს შორის მიდინარეობდა, იყო შესაძლებლობა არა მხოლოდ ევროპული მომავლის დაცვის, მათ შორის პოლარიზაციის გარღვევის. მიგვაჩნია, რომ მიუხედავად იმ სამწუხარო მოცემულობისა, რომ ამ ეტაპზე ეს ვერ შედგა, ქარტიის ჩანაწერი გულისხმობს მნიშვნელოვან წინაპირობას, სწორედ ორპოლუსიანობის გასარღვევად, ერთი განსხვავებით, რომ ჩვენ ერთი წლის ციკლის შემდგომ არჩევნების ჩატარება მიზანმიმართულად არ მიგვაჩნია, ქარტიის ხელმოწერა გაკეთდა და ეს არის მნიშვნელოვანი გამოსავალი ჩვენი მხრიდან ერთი მხრივ, ევროპული მომავლის დასაცავად და მეორე მხრივ, იმისთვის, რომ გარკვეულწილად ორპოლუსიანობა გავარღვიოთ, მათ შორის ქარტიის გზით.რა თქმა უნდა, არ იცვლება ჩვენი მთავარი გზავნილი, რომ უნდა დავასრულოთ ორპოლუსიანობა და არ უნდა მოხდეს არც „ქართული ოცნების“ და არც „ნაციონალური მოძრობის“ ხელისუფლებაში მოსვლა. პრეზიდენტის ქარტია სწორედ გულისხმობს ამ გამოსავალს, რაც ტექნიკური მთავრობის წინაპირობით არის ქარტიაში ჩაწერილი, რომ ორპოლუსიანობა დავამთავროთ“, – განაცხადა თეონა აქუბარდიამ.პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარიამ „ქართულ ქარტიას“ ხელი მოაწერა.