„ქართული ოცნების“ ნაძალადევის რაიონის დელეგატი ირაკლი ხელაძე კლდეკარის, კიშინიოვისა და ცქიტიშვილის ქუჩაზე მცხოვრებ მოქალაქეებს შეხვდა. დელეგატმა ადგილობრივ მოსახლეობასთან არსებულ პოლიტიკურ ვითარებასა და ოქტომბრის არჩევნების მნიშვნელობაზე ისაუბრა, - ინფორმაციას „ქართული ოცნება“ ავრცელებს.„ჩვენი გუნდის ერთ-ერთი უმთავრესი მიზანი ეროვნული უსაფრთხოების დაცვაა. ვხედავთ, რომ კიდევ ბევრი პრობლემაა მოსაგვარებელი, კიდევ ბევრი გამოწვევაა, თუმცა მშვიდობის შენარჩუნების გარეშე ჩვენი ქვეყანა ვერ გააგრძელებს განვითარებას“, - აღნიშნა ირაკლი ხელაძემ.ამომრჩევლებთან შეხვედრების დროს დელეგატმა იმ მიმართულებებზე გაამახვილა ყურადღება, რაც მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში „ქართული ოცნების“ პრიორიტეტი იქნება.