„ქართული ოცნების“ ისნის რაიონის დელეგატმა ნიკა ელისაშვილმა მოსახლეობასთან შეხვედრა გამართა. საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ამჯერად, შეხვედრები ვაზისუბნის მეოთხე მიკრორაიონის მესამე კვარტალში გაიმართა.დელეგატთან ერთად მოქალაქეების საჭიროებებს გაეცნო და პარტიის სამომავლო გეგმებზე ისაუბრა საკრებულოს ისნის მაჟორიტარმა დეპუტატმა კახა ლაბუჩიძემ.