ქართველ ხალხზე ეს ტვირთი არ უნდა გადანაწილდეს - ანა ნაცვლიშვილი "მაკკეინის ინსტიტუტის" ანგარიშზე

Primetime.ge 2 months ago 82
ქართველ ხალხზე ეს ტვირთი არ უნდა გადანაწილდეს - ანა ნაცვლიშვილი "მაკკეინის ინსტიტუტის" ანგარიშზე
"მაკკეინის ინსტიტუტის" მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის ოპოზიციურ სპექტრში აფასებენ. ანგარიშში ნახსენებია, რომ ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი ევროკავშირისგან უვიზო რეჟიმის შეჩერებას ითხოვს. ანგარიშის მიხედვით, რამდენიმე ორგანიზაცია ამტკიცებს, რომ ეს ნაბიჯი "ქართული ოცნების" მთავრობის ქმედებების შედეგების საჩვენებლად, აუცილებელია."სტრატეგია აღმაშენებლის" წევრის, პაატა მანჯგალაძის განცხადებით, თუ საქართველოს ვიზალიბერალიზაციას საფრთხე დაემუქრება ეს მხოლოდ "ქართული ოცნების" ანტიქართული ნაბიჯების ბრალი იქნება და საკითხთან დაკავშირებით ოპოზიცია არაფერ შუშია."ჩემთვის გაუგებარია კითხვა, რომ ოპოზიცია რაიმე ფორმით ჩართული იყოს ამაში. ჩვენი გეგმა არის, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი. თუ ვიზალიბერალიზაციას დაემუქრება რაიმე საფრთხე, ეს დაემუქრება "ქართული ოცნების" ანტიქართული, ანტიეროვნული ხელისუფლების გამო", - განაცხადა პაატა მანჯგალაძე.”ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, კოალიცია ”ძლიერი საქართველო” წევრის, ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყნის განვითარების კურსი შეცვალა."ქართველ ხალხზე ეს ტვირთი არ უნდა გადანაწილდეს. ეს არის ჩვენი მყარი პოზიცია. დღეს გვყავს ხელისუფლება, რომელმაც საკონსტიტუციო გადატრიალება განახორციელა და შეცვალა ქვეყნის განვითარების კურსი. ის არის პასუხისმგებელი ყველა შედეგზე, რომელიც დადგა და რომელიც გააგრძელებს საქართველოს დაზიანებას, თუ არ მოხდება მისი ცვლილება", - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.
Read Entire Article