Presenting Mrs. Gigauri as a speaker there is already an indication of how subjective this session was, and therefore if any type of negative statement is made, it is all expected - Levan Machavariani

Primetime.ge 2 months ago 78
Presenting Mrs. Gigauri as a speaker there is already an indication of how subjective this session was, and therefore if any type of negative statement is made, it is all expected - Levan Machavariani
ყველამ კარგად ვიცით, რომ ბიძინა ივანიშვილი დე ფაქტო სანქციების ქვეშ ორ წელიწად ნახევარია რაც იმყოფება. მას გაყინული აქვს ორი მილიარდი დოლარი. ყველა ინსტანცია აქვს მოგებული სასამართლოში, თუმცა ჯერ-ჯერობით ამ ფულის გადახდას არავინ არ აპირებს, - განაცხადა პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა.„ერთი თუ ორი კვირის წინ იყო, როდესაც ეს განხილვა დაიწყო იმით, რომ მიიწვიეს თითქოსდა ჩვენი ხალხის სახელით სალაპარაკოდ, თითქოსდა მიუკერძოებელი ეკა გიგაური, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ დროს იკავებდა უმაღლეს თანამდებობებს ძალოვან სტრუქტურებში.ქალბატონი გიგაურის იქ მომხსენებლად წარდგენა უკვე მიმანიშნებელია იმაზე, თუ რამდენად სუბიექტური იყო ეს სხდომა და შესაბამისად რაიმე ტიპის განცხადება თუ გაკეთდება ნეგატიური, ეს ყველაფერი მოსალოდნელია“, - აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.
Read Entire Article