Brand new Lexus GX 550 is already in Georgia

Primetime.ge 2 months ago 93
Brand new Lexus GX 550 is already in Georgia
საავტომობილო სრულყოფილების სამყაროში მხოლოდ რამდენიმე სახელი იმსახურებს ისეთ აღტაცებასა და პატივისცემას, როგორსაც Lexus-ი. ასოცირებული ფუფუნებასთან, ინოვაციებსა და შეუდარებელ ოსტატობასთან, ის მუდმივად სცილდება საავტომობილო ინჟინერიის საზღვრებს. ამ თავდადების თვალსაჩინო მაგალითია ლექსუსის ახალი მოდელი - GX 550.  ის საზოგადოებას  ცოტა ხნის წინ ყაზახეთის ქალაქ აქტაუში, Lexus Kazakhstan-მა, Lexus Europe-მა და ტოიოტა კავკასიამ  წარუდგინეს.  პრეზენტაციას ესწრებოდა 25 მედია წარმომადგენელი და კონტენტ კრეატორი  საქართველოდან, სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან.შეხვედრა საინფორმაციო თვალსაზრისით საკმაოდ დატვირთული იყო - დამსწრე საზოგადოებას შესაძლებლობა ჰქონდა ახლოს გაცნობოდა GX-ის ინოვაციურ მახასიათებლებსა და მის ტექნიკურ შესაძლებლობებს.  ღონისძიების მიმდინარეობისას,  ჩატარდა ე.წ . ტესტ დრაივიც. ტესტ დრაივის დროს მონაწილეები რამდენიმე ჯგუფად იყვნენ დაყოფილები. თითოეულ მათგანს თან პროფესიონალი გიდი, ექიმი და 14 ინსტრუქტორ-მძღოლი ახლდათ. სატესტო დრაივი 5 მარშუტს მოიცავდა.ავტომობილი, რომელიც უფრო მეტია, ვიდრე გადაადგილების საშუალება - სწორედ ესაა Lexus GX-ის შექმნის მთავარი იდეა. უნიკალური მართვის გამოცდილების შესაქმნელად, მოდელის ყოველი დეტალი  ზედმიწევნით, სრულყოფილებამდე არის მიყვანილი. ახალი GX 550-ი  უფრო დიდი და გრანდიოზულია, ვიდრე ის ოდესმე ყოფილა. ფართო დგომითა და ბორბლებს შორის გაზრდილი დისტანციით, ის  ყურადღებას იპყრობს ნებისმიერი ტიპის გზაზე და მეტიც, აუმჯობესებს შიდა სივრცესა და საბოლოო ჯამში, კომფორტის დონეს მგზავრებისთვის.ნებისმიერი სირთულის დასაძლევად ახალი GX-ი  მრავალი  ისეთი სისტემითაა აღჭურვილი, როგორებიცაა:MULTI-TERRAIN-SELECT -  იგივე რელიეფის შესარჩევი სისტემა, რომელიც მძღოლს საშუალებას აძლევს ეკრანზე სასურველი რელიეფის ტიპი შეარჩიონ - იქნება ეს ღორღი, ქვიშა, ტალახი თუ ღრმა თოვლი.  შერჩევის შემდეგავტომობილი  ძრავის სიმძლავრესა და დაკიდების სისტემას შესაბამის რელიეფს თავად მოარგებს. აღსანიშნავია ასევე განახლებული  KDSS სისტემა, რომელიც  გზის საფარის მიხედვით, სტაბილიზატორის ჩა
Read Entire Article