Successful candidates selected as a result of the contest for interns of the Prosecutor's Office of Georgia were appointed as interns by the authority of the prosecutor and the investigator of the prosecutor's office.

Primetime.ge 2 months ago 86
Successful candidates selected as a result of the contest for interns of the Prosecutor's Office of Georgia were appointed as interns by the authority of the prosecutor and the investigator of the prosecutor's office.
საქართველოს პროკურატურის სტაჟიორთა კონკურსის შედეგად შერჩეული წარმატებული კანდიდატები, პროკურორის და პროკურატურის გამომძიებლის უფლებამოსილებით, სტაჟიორებად დაინიშნენ და ერთ წლამდე ანაზღაურებადი სტაჟირების გასავლელად პროკურატურის სხვადასხვა ტერიტორიულ ორგანოებში გადანაწილდნენ.ახლად დანიშნულ სტაჟიორებს საქართველოს გენერალურმა პროკურორმა გიორგი გაბიტაშვილმა მისასალმებელი სიტყვით მიმართა და პროფესიულ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.გიორგი გაბიტაშვილის განცხადებით, სტაჟირება არის შესაძლებლობა, საქართველოს პროკურატურა დაკომპლექტდეს ახალი, კვალიფიციური კადრებით.“პროკურატურაში საქმიანობა სტაჟირების გზით მაქვს დაწყებული მეც, ჩემს მოადგილეებს, მენეჯერთა უდიდესი უმრავლესობა სწორედ ყოფილი სტაჟიორია, რაც ძალიან საამაყოა თითოეული ჩვენგანისთვის. ჩემთვის სტაჟირების პერიოდი იყო პროფესიული ცოდნისა და უნარების განვითარების, ახალი შესაძლებლობების აღმოჩენის და საკუთარი თავის გამოცდის საუკეთესო ეტაპი. ეცადეთ, ეს პერიოდი გამოიყენოთ მაქსიმალურად.იყავით ინიციატივიანი, მონდომებული და განვითარებაზე ორიენტირებული, გამოხატეთ ინტერესი და ჩართულობა, აჩვენეთ საქმისადმი ერთგულება და მაღალი პასუხისმგებლობა. ეს არის შრომა, რომელიც თავის შედეგს აუცილებლად გამოიღებს.” - აღნიშნა გენერალურმა პროკურორმა.შეხვედრის დასასრულს, სტაჟიორებმა პროკურატურის თანამშრომლის ფიცი დადეს. ასევე, მათ პროკურატურის თანამშრომლის სამკერდე ნიშნები გადაეცათ.ღონისძიებას გენერალური პროკურორის მოადგილეები, საქართველოს გენერალური პროკურორის მუდმივმოქმედი სათათბირო ორგანოს - კარიერის მართვის, ეთიკისა და წახალისების საბჭოს წევრები ესწრებოდნენ.საქართველოს პროკურატურის მიერ საპროკურორო და პროკურატურის გამომძიებლის უფლებამოსილების განმახორციელებელ სტაჟიორთა მისაღებად გამოცხადებულ კონკურსზე განაცხადი სულ 769-მა კანდიდატმა წარადგინა. 3-ეტაპიანი კონკურსის გავლის შედეგად, 50 საუკეთესო კანდიდატი შეირჩა და მათ სტაჟიორის საქმიანობის დაწყებამდე, 2-თვიანი ინტენსიური მ?
Read Entire Article