კიდევ ერთხელ მკაფიოდ აღვნიშნავთ, რომ საქართველო იმყოფება ევროინტეგრაციის საკითხის პოლიტიკურ ტყვეობაში და ის მხოლოდ შანტაჟის იარაღად გამოიყენება, რათა ქვეყანა აიძულონ დათმოს საკუთარი სუვერენიტეტი. ასეთ ფონზე, მნიშვნელოვანია ვუპასუხოთ შეკითხვას − რამდენად გვიღირს, რომ კონსტიტუციაში, ქვეყნის მთავარ მიზნად გვეწეროს იმ კავშირში გაწევრიანება, სადაც არ გველიან ჩვენი ღირებულებებით, ეროვნული იდენტობით და სუვერენული გადაწყვეტილების უფლებით? - ვკითხულობთ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წერილში.განცხადებაში აღნიშნულია, რომ ზედმეტად მკაფიოა მიზეზები, თუ რატომ არის უდიდესი მანქანა საქართველოს წინააღმდეგ მომართული - საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება არ ასრულებს ქვეყნისთვის საზიანო დავალებებს და სწორედ ამის შეცვლას ისახავს მიზნად მაკკეინის ინსტიტუტის მიერ მომზადებული რევოლუციური ინსტრუქციები.„20 სექტემბერს გამოქვეყნდა მაკკეინის ინსტიტუტის მიერ მომზადებული დოკუმენტი, რომელიც აყალიბებს „რეკომენდაციებს“, თუ რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას უახლოეს მომავალში საქართველოსთან მიმართებაში.აქ ის გარემოებაა მნიშვნელოვანი, რომ აშშ-ში მოქმედი ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაცია წერს სცენარს, რომლის მიხედვითაც უნდა იმოქმედონ როგორც აშშ-ის ოფიციალურმა სტრუქტურებმა, ასევე ევროკავშირმა. თანაც აღსანიშნავია, რომ მაკკეინის ინსტიტუტის გეგმიდან, გარკვეული პუნქტების აღსრულება მის გამოქვეყნებამდეც დაიწყო. მხედველობაში გვაქვს ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის ანონსი 26 ოქტომბრის არჩევნების დელეგიტიმაციასთან დაკავშირებით და ევროკავშირის სხვა ბიუროკრატებისგან წამოსული მუქარა, უვიზო რეჟიმის თუ კანდიდატის სტატუსის შეჩერებაზე.პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა, რომ არჩევნების შეფასებისას დაეყრდნობიან ISFED-ს − ორგანიზაციას, რომელმაც გააყალბა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ხმების პარალელური დათვლის (PVT) შედეგი, რამაც მართალია საბოლოო მიზნამდე, ანუ ხელისუფლების რევოლუციური გზით ცვლილებამდე ვერ მიიყვანა, მაგრამ შექმნა ხანგრძლივი პოლიტიკური კრიზისი, რითაც შეარყია