რაც უფრო მოახლოვდა არჩევნები, უფრო მეტად ვხედავთ პოლიტიკურად განულებულ „კოლექტიურ ნაცმოძრაობას“, რომელიც პირდაპირ, ღიად და დაუფარავად კამპანიას აწარმოებს ქვეყნის საზღვრებს გარეთ - ირაკლი კირცხალია

Primetime.ge 3 weeks ago 22
რაც უფრო მოახლოვდა არჩევნები, უფრო მეტად ვხედავთ პოლიტიკურად განულებულ „კოლექტიურ ნაცმოძრაობას“, რომელიც პირდაპირ, ღიად და დაუფარავად კამპანიას აწარმოებს ქვეყნის საზღვრებს გარეთ - ირაკლი კირცხალია
რაც უფრო მოახლოვდა არჩევნები, უფრო მეტად ვხედავთ პოლიტიკურად განულებულ „კოლექტიურ ნაცმოძრაობას“, რომელიც პირდაპირ, ღიად და დაუფარავად კამპანიას აწარმოებს ქვეყნის საზღვრებს გარეთ, - განუცხადა „ქრონიკას“ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი კირცხალიამ.მისივე თქმით, ამის დასტურია თითოეული ის ღალატის პირდაპირი ტრანსლაცია, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატებიდან თუ ევროკავშირის ზოგიერთი ქვეყნიდან იხილა ჩვენმა საზოგადოებამ და პოლიტიკურმა სპექტრმა.„ასე, რომ პირდაპირ მათი ლობისტები, სამწუხაროდ, მათი ლობისტები, ეს იქნება ამერიკის შეერთებულ შტატებში თუ ევროკავშირის წევრ ქვეყნებში, უკვე ღიად, ნათლად და პირდაპირ ჩაერთნენ. განსაკუთრებით ხაზგასასმელია წინასაარჩევნო პერიოდში და პირდაპირ არღვევენ იმ ჩაურევლობის პრინციპს, რომელიც საერთაშორისო დონეზეა გამყარებული. ამიტომ, ჩვენი მხრიდან, ეს ყველა მონაცემი, როგორც გაჟღერდა ბრიფინგზე, აუცილებლად გადაეცემა როგორც სადამკვირვებლო მისიებს, ასევე ყველა დიპლომატიურ მისიას. ვიმედოვნებთ, ობიექტურად ეს ყველაფერი დასკვნაში მოხვდება“, - აღნიშნა ირაკლი კირცხალიამ.
Read Entire Article