The radical ENJOY sector is engaged in malicious activities, they are trying to increase the rating of the opposition and decrease our rating - Levan Machavariani

Primetime.ge 2 months ago 84
The radical ENJOY sector is engaged in malicious activities, they are trying to increase the rating of the opposition and decrease our rating - Levan Machavariani
რადიკალური ენჯეო სექტორი პირდაპირ მავნებლობით არის დაკავებული, ცდილობენ რაღაცნაირად მოახერხონ ოპოზიციის რეიტინგის გაზრდა და ჩვენი რეიტინგის შემცირება, - განაცხადა პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა.მისი თქმით, არასამთავრობო სექტორის ნაწილის ქმედებები, მათ შორის მცდელობა, რომ უვიზო მიმოსვლა შეჩერდეს, სიურპრიზი არ არის, რადგან ისინი ხელს უშლიდნენ ასევე კანდიდატის სტატუსის მიღების პროცესსაც.„მაკკეინის ინსტიტუტმა ისინი პირდაპირ ამხილა, რომ არიან დაკავებული იმ საქმიანობით, თითქოსდა საქართველო ვიზალიბერალიზაციას არ იმსახურებს. თუმცა სიურპრიზი აქაც არაფერია; მოდი გადავხედოთ - როცა კანდიდატის ტატუსი ავიღეთ, მაშინაც უარყოფითი დასკვნები იგზავნებოდა ენჯეო სექტორის მხრიდან ევროპაში, რომ შეეჩერებინათ კანდიდატის სტატუსის აღების პროცესი“, - აღნიშნა მაჭავარიანმა.მაკკეინის ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, ევროკავშირმა ქართველებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერება შესაძლოა ქართული ენჯეოების მოთხოვნის საფუძველზე განიხილოს.
Read Entire Article