After the war, we will have to review our relations with Russia - French President

News.ge 2 months ago 70
After the war, we will have to review our relations with Russia - French President

ომის დასრულების შემდეგ რუსეთთან ურთიერთობების გადახედვა მოგვიწევს, – განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა კათოლიკური ასოციაცია Sant’Egidio-ს მიერ ორგანიზებულ „შეხვედრაზე მშვიდობისთვის“.
„მოგვიწევს ევროპისთვის ახალი ორგანიზაციის ფორმაზე მსჯელობა და რუსეთთან ჩვენი ურთიერთობების გადახედვა. წარმოსახვის უნარი უნდა გამოვიყენოთ, რათა ვიფიქროთ ხვალინდელ მშვიდობაზე, ახალი ფორმით მშვიდობაზე ევროპაში“, – აღნიშნა საფრანგეთის პრეზიდენტმა.
მაკრონი ასევე ახალი საერთაშორისო წესრიგის აშენების მოწოდებით გამოვიდა, რადგან, მისი აზრით, „დღევანდელი სისტემა არასრული და უსამართლოა, რადგან დღეს არსებული ბევრი ქვეყანა საერთოდ არ არსებობდა, როდესაც ადგილები ნაწილდებოდა“.

Read Entire Article