“ნაპოლის” მეკარემ, ალექს მერეტმა “იუვენტუსთან” მატჩის 36-ე წუთზე ტრავმა მიიღო დ ელია კაპრილემ შეცვალა. დღეს მას “პინეტა გრანდეს საავადმყოფოში დეტალური სამედიცინო გამოკვლევა ჩაუტარდა.
მერეტს მარცხენა ბარძაყის კუნთის მეორე ხარისხის დაზიანება დაუდგინდა და დაახლოებით 40 დღე უქმობა მოუწევს.
მერეტის ნაცვლად 23 წლის კაპრილე ითამაშებს, რომელიც წინა სეზონში იჯარის წესით “ემპოლიში” ასპარეზობდა.