Peace and security are essential to ensure human rights and sustainable development – ​​Prime Minister's speech at the Peace Summit

News.ge 2 months ago 77
Peace and security are essential to ensure human rights and sustainable development – ​​Prime Minister's speech at the Peace Summit

მშვიდობა და უსაფრთხოება აუცილებელია ადამიანის უფლებებისა და მდგრადი განვითარების უზრუნველსაყოფად. მომავლის პაქტი გლობალურ მშვიდობასა და უსაფრთხოებას შეუწყობს ხელს, რაც გაეროს წესდების პრინციპებზეა დაფუძნებული, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მ „მომავლის სამიტზე” სიტყვით გამოსვლისას, რომელიც გაეროს გენერალური ასამბლეის 79-ე სესიის ფარგლებში, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერ ს და ნამიბიის პრეზიდენტ ნანგოლო მბუმბას ორგანიზებით იმართება.
მთავრობის მეთაურის თქმით, სამიტმა შექმნა პლატფორმა საერთაშორისო თანამშრომლობის გასაძლიერებლად და ახლა მთავარი ამოცანა იქნება ნაკისრი ვალდებულებების პრაქტიკაში განხორციელება.
„ციფრული შეთანხმება იქნება გეგმა ღია და უსაფრთხო ციფრული მომავლისთვის, სადაც ტექნოლოგიების გამოყენება ადამიანის უფლებების დაცვასა და გლობალურ კეთილდღეობას მოემსახურება. გვჯერა, რომ ჩვენი პოლიტიკის ჩარჩოებში აუცილებელია მომავალი თაობების შეხედულებების გათვალისწინება, რათა ჩვენი ქმედებების გრძელვადიანი ზემოქმედება იქნას გათვალისწინებული და უზრუნველყოფილი. მომავალი თაობების შესახებ დეკლარაცია აუცილებელია იმისთვის, რომ მათი ხმა იქნას გაგონილი და მათი ინტერესები იყოს დაცული. ამ სამიტმა შექმნა პლატფორმა საერთაშორისო თანამშრომლობის გასაძლიერებლად. ახლა მთავარი ამოცანა იქნება ნაკისრი ვალდებულებების პრაქტიკაში განხორციელება და უკეთესი ხვალინდელი დღის შექმნა,” – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

Read Entire Article