მოღალატეა, ვინც საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერებას ითხოვს, პოლიტიკური „ენჯეოებისგან“ ეს არ გვიკვირს, მზაკვრულ გეგმას ვერ განახორციელებენ - რატი იონათამიშვილი

Primetime.ge 2 months ago 56
მოღალატეა, ვინც საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერებას ითხოვს, პოლიტიკური „ენჯეოებისგან“ ეს არ გვიკვირს, მზაკვრულ გეგმას ვერ განახორციელებენ - რატი იონათამიშვილი
მოღალატეა და ქვეყანას ღალატობს ის, ვინც საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერებას ითხოვს. პოლიტიკური „ენჯეოებისგან“ ეს არ გვიკვირს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.იონათამიშვილს კითხვა დაუსვეს „მაკკეინის ინსტიტუტის“ ანგარიშზე, რომლის მიხედვითაც, ქართული არასამთავრობოების ნაწილი ევროკავშირისგან უვიზო რეჟიმის შეჩერებას ითხოვს.რატი იონათამიშვილის თქმით, ქვეყნის წინააღმდეგ ამ მზაკვრულ გეგმას ვერ განახორციელებენ.„ეს ადამიანები ოცნებობენ, რომ საქართველოს უვიზო მიმოსვლა შეუჩერდეს. ცხადია, ქვეყნის წინააღმდეგ ამ მზაკვრულ გეგმას ვერ განახორციელებენ. ამით მხოლოდ ბუმერანგის ეფექტს მიიღებენ, რისი შედეგიც 26 ოქტომბრის არჩევნებზე დადასტურდება. სინამდვილეში, ესენი არ არიან არასამთავრობო ორგანიზაციები, არიან პოლიტიკური „ენჯეოები“, რომლებიც უფრო რადიკალური პოლიტიკური პარტიები არიან, ვიდრე თავად პარტიები. ისინი ქვეყანაში უკიდურეს რადიკალიზაციასა და პოლარიზაციას ახორციელებენ. იმ კასტას წარმოგვიდგენენ, რომლებიც ქვეყანაში არეულობის და ქაოსის შემოტანას ცდილობენ, რადგან ფიქრობენ, რომ ამით ხელს მოითბობენ“, – განაცხადა იონათამიშვილმა.
Read Entire Article