„მხოლოდ მშვიდობით, ღირსებით და კეთილდღეობით”- „ქართული ოცნების” მხარდამჭერი ღონისძიებები გრძელდება.მუსიკოსებმა მხარდაჭერა მმართველ პარტიას ამჯერად ქუთაისსა და ფოთში გამოუცხადეს.„ჩემი მთავარი გზავნილი არის მშვიდობა, ჩვენი შვილების, ჩვენი ბავშვების კეთილდღეობა და ამ სვლით, რაც მთავარია, პირველ რიგში, მშვიდობით ევროპისკენ“, - განუცხადა „ქრონიკას“ მომღერალმა გია ნიკოლაძემ.