It is important to communicate with them, meet and share views on the pre-election environment - Maka Bochorishvili on the visit of the delegation of the Parliamentary Assembly of the Council of Europe

Primetime.ge 3 weeks ago 33
It is important to communicate with them, meet and share views on the pre-election environment - Maka Bochorishvili on the visit of the delegation of the Parliamentary Assembly of the Council of Europe
მაკა ბოჭორიშვილი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ვიზიტს ეხმაურება. ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ყურადღებას დამკვირვებლებთან კომუნიკაციის მნიშვნელობაზე ამახვილებს.„გვექნება შესაძლებლობა მათ შევხვდეთ და ჩვენი ხედვები გავაცნოთ, თუ როგორია საქართველოში საარჩევნო გარემო. მნიშვნელოვანია, რომ ეს ჩვენმა უცხოელმა მეგობრებმაც კარგად გააცნობიერონ, რომ ობიექტურად შეაფასონ ის გარემო, რომელშიც პოლიტიკური პარტიები აწარმოებენ წინასაარჩევნო კამპანიას თუ არ აწარმოებენ, ეს უკვე მათი ნების შესაბამისად. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია მათთან კომუნიკაცია, შეხვედრა და წინასაარჩევნო გარემოზე შეხედულებების გაზიარება“, - განაცხადა ბოჭორიშვილმა.წინასაარჩევნო ვიზიტის ფარგლებში საქართველოს დღეს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია ეწვევა. 6-კაციანი დელეგაცია, რომელსაც რუმინელი ევროპარლამენტარი, იულიან ბულაი უხელმძღვანელებს, საპარლამენტო არჩევნებამდე საარჩევნო კამპანიას და პოლიტიკურ კლიმატს შეაფასებს, ვიზიტის დასრულების შემდეგ კი განცხადებას გამოაქვეყნებს.
Read Entire Article