მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის ინდექსით საქართველო ისტორიულ მაქსიმუმზეა. სხვადასხვა ინდექსებით, სახეზეა ჩვენი საგრძნობი პროგრესი, თუმცა აგენტოკრატია "დაბრმავდა", რადგან დესტრუქციული დღის წესრიგით აღგვიქვამენ, - ამის შესახებ ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში წერს.როგორც აბაშიძე აღნიშნავს, მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის ინდექსის 2023 წლის შედეგებით, საქართველო რეიტინგში უსწრებს ევროკავშირის კანდიდატ და ნატოს და ევროკავშირის წევრ რიგ ქვეყნებს, შესაბამისად, საზოგადოების უმრავლესობა ხედავს თუ როგორ აშანტაჟებენ საქართველოს და 26 ოქტომბერს პასუხიც შესაბამისი იქნება.“მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის ინდექსით საქართველო ისტორიულ მაქსიმუმზეა. სხვადასხვა ინდექსებით, სახეზეა ჩვენი საგრძნობი პროგრესი, თუმცა აგენტოკრატია "დაბრმავდა", რადგან დესტრუქციული დღის წესრიგით აღგვიქვამენ. უსინდისო გარე შეტევებს აზრი არ აქვს, რადგან რადიკალების მიღმა საზოგადოების დიდი ნაწილი ხედავს თუ როგორ აშანტაჟებენ და ამუნათებენ საქართველოს. 26 ოქტომბერს პასუხი შესაბამისი იქნება - არა ომის პარტიას!მსოფლიო ბანკის "გლობალური კეთილდღეობის მონაცემთა ბაზა“ მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის ინდექსს აქვეყნებს, რომელიც ორგანიზაცია „დემოკრატიის მრავალფეროვნების“ მრავალწლიანი კვლევის შედეგებს ეფუძნება.კვლევა 175 ქვეყანაში ადამიანის უფლებების და დემოკრატიის მახასიათებლებს ეძღვნება. მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის შეფასების 100% იანი სისტემით საქართველომ 82% დაიმსახურა, რაც ისტორიული მაქსიმუმია.2023 წლის შედეგებით, საქართველო რეიტინგში უსწრებს ევროკავშირის კანდიდატ და ნატოს და ევროკავშირის წევრ შემდეგ ქვეყნებს: რუმინეთს, პოლონეთს, თურქეთს, ჩრდილოეთ მაკედონიას, მონტენეგროს, ბოსნია ჰერცეგოვინას, მოლდოვას და უკრაინას და უთანაბრდება უნგრეთს და ხორვატიას.დასტურდება, რომ საქართველოში 2013 წლიდან, ახალი ისტორიული მაქსიმუმის დაფიქსირებით, დასრულდა სტაგნაციის და რეგრესის ის წინა 17 წლიანი პერიოდი, როდესაც მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის დონე 1995 წელთან შედარებითაც