მაკკეინის ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებული რევოლუციური ინსტრუქციები ნათლად აჩვენებს Deep State-ის გავლენას ევროკავშირის პოლიტიკაზე - „ერთიანი ნეიტრალური საქართველო“ 

Primetime.ge 2 months ago 62
მაკკეინის ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებული რევოლუციური ინსტრუქციები ნათლად აჩვენებს Deep State-ის გავლენას ევროკავშირის პოლიტიკაზე - „ერთიანი ნეიტრალური საქართველო“ 
20 სექტემბერს გამოქვეყნდა მაკკეინის ინსტიტუტის მიერ მომზადებული დოკუმენტი, რომელიც აყალიბებს „რეკომენდაციებს“, თუ რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას უახლოეს მომავალში საქართველოსთან მიმართებაში. აქ ის გარემოებაა მნიშვნელოვანი, რომ აშშ-ში მოქმედი ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაცია წერს სცენარს, რომლის მიხედვითაც უნდა იმოქმედონ როგორც აშშ-ის ოფიციალურმა სტრუქტურებმა, ასევე ევროკავშირმა. თანაც აღსანიშნავია, რომ მაკკეინის ინსტიტუტის გეგმიდან, გარკვეული პუნქტების აღსრულება მის გამოქვეყნებამდეც დაიწყო. მხედველობაში გვაქვს ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის ანონსი 26 ოქტომბრის არჩევნების დელეგიტიმაციასთან დაკავშირებით და ევროკავშირის სხვა ბიუროკრატებისგან წამოსული მუქარა, უვიზო რეჟიმის თუ კანდიდატის სტატუსის შეჩერებაზე, - აღნიშნულია „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ განცხადებაში.როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, პაველ ჰერჩინსკის განცხადება შეიძლება გავიგოთ, რომ აშშ-ის და ევროკავშირისთვის სასურველი ძალები, ანუ „კოლექტიური ნაცმოძრაობა“ არჩევნებში ვერ იმარჯვებს და წინასწარ მზადდება ნიადაგი არჩევნების არასამართლიანად და არალეგიტიმურად გამოცხადებისათვის.„პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა, რომ არჩევნების შეფასებისას დაეყრდნობიან ISFED-ს − ორგანიზაციას, რომელმაც გააყალბა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ხმების პარალელური დათვლის (PVT) შედეგი, რამაც მართალია საბოლოო მიზნამდე, ანუ ხელისუფლების რევოლუციური გზით ცვლილებამდე ვერ მიიყვანა, მაგრამ შექმნა ხანგრძლივი პოლიტიკური კრიზისი, რითაც შეარყია ქვეყნის სტაბილურობა და განვითარება. შესაბამისად, პაველ ჰერჩინსკის განცხადება მხოლოდ ასე შეიძლება გავიგოთ: რადგან უკვე ვხედავთ, რომ აშშ-ის და ევროკავშირისთვის სასურველი ძალები, ანუ „კოლექტიური ნაც-მოძრაობა“ არჩევნებში ვერ იმარჯვებს, წინასწარ მზადდება ნიადაგი არჩევნების არასამართლიანად და არალეგიტიმურად გამოცხადებისათვის“, - ნათქვამია „ერთიანია ნეიტრალური საქართველოს“ წერილში.განცხადებაში ნათქვამია, რომ მაკკეინის ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებული რევოლუ
Read Entire Article