თვალსაჩინო გახდა, როგორ ცდილობენ საერთაშორისო ორგანიზაციების, ევროპარლამენტის, სენატის წარმომადგენლები ამ უსამშობლოებს [ოპოზიციას] დაეხმარონ, - განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ „დღის ქრონიკაში“.წამყვანმა დეპუტატს ჰკითხა, როგორი იქნება, მისი აზრით, მომდევნო ოთხი კვირა 26 ოქტომბრამდე.„დღეს კიდევ ერთხელ მოხდა ფაქტების წარდგენა ჩვენი ლიდერის მხრიდან, ბატონი შალვასგან - როგორ ხდება უცხო ქვეყნის წარმომადგენლების ჩარევა შიდაპოლიტიკურ საქმიანობაში, რაც კანონით იკრძალება და შეზღუდულია. თვალსაჩინო გახდა, როგორ ცდილობენ საერთაშორისო ორგანიზაციების, ევროპარლამენტის, სენატის წარმომადგენლები ამ უსამშობლოებს [ოპოზიციას] დაეხმარონ. კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ წევრები ახალ სახეებად გვევლინებიან და ჰგონიათ ქართველ ხალხს მეხსიერება ღალატობს. რა უნდა ილაპარაკონ გვარამიამ, მელიამ, ან პარტიის დანარჩენმა მწვალებელმა, ოდიოზურმა ფიგურებმა ახალი?! ქართველ ხალხთან მათ სალაპარაკო არაფერი აქვთ. ისინი იმედად არიან საერთაშორისო არენიდან კიდევ რომელი როთი გამოხტება და ჩვენს ეკლესიას, მართლმადიდებლობას, პატრიარქს შეურაცხყოფს. ესენი არიან კოლექტიური როთები, მე თუ მკითხავთ, რომელთაც არც წარსული გააჩნიათ, არც წესი და მათი მორალი ამორალურია. ბუნებრივია, ასეთი ჩარევების შესახებ გვაქვს სტატისტიკები და წარვუდგენთ ყველა იმ საერთაშორისო დამკვირვებელს, რომლებიც ჩართულნი არიან წინასაარჩევნოდ საქართველოს პოლიტიკურ სივრცეში. კიდევ ერთხელ ვამბობთ, კანონით არის აკრძალული ის განცხადებები, რომელსაც არგუმენტი არ აქვს. ჰგონიათ, რომ შეუძლიათ დაგვაბრალონ რაიმე და მერე თავს ვიმართლებთ. ვისთან უნდა ვიმართლოთ თავი - როთებთან და მაკფოლებთან?!“- აღნიშნა ზარქუამ.„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრმა, პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა წინასაარჩევნო გარემოზე ისაუბრა და განაცხადა, რომ რაც უფრო ნათელი ხდება ოპოზიციის უუნარობა, მით უფრო იმატებს ქვეყნი??