Some at home and abroad were very amused by the Russian-style narrative that divides the government and the people - Shalva Papuashvili

Primetime.ge 2 months ago 80
Some at home and abroad were very amused by the Russian-style narrative that divides the government and the people - Shalva Papuashvili
რა შეიძლება იყოს იმაზე მძიმე ბრალდება, რაც ითქვა საქართველოს ხელისუფლების მიმართ და თქვა ამერიკის სენატის წევრმა, რომ - „ეს თაღლითები უნდა მოიშოროს ქართველმა ხალხმა“. ამასთან ახლოსაც მყოფი კი არ გვითქვამს ჩვენ არასდროს. ამიტომ საკითხი პირიქით არის - როგორ შეგვხედავენ თვალებში, როდესაც ასეთი განცხადებები კეთდება ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების მიმართ, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა. მან უპასუხა ჟურნალისტის კითხვას - როგორ უნდა შეხვდეს ამერიკული მხარე აშშ-ში მყოფ საქართველოს პრემიერ-მინისტრს, იმ ფონზე, როდესაც საქართველოს ხელისუფლება მათ მძიმე ბრალდებებს უყენებს.„ზოგიერთი შინ და გარეთ, ძალიან გაერთო რუსული სტილის ნარატივით, რომელიც ხელისუფლებას და ხალხს ყოფს. ეს ჩვენ გვახსოვს რუსეთისგან უკრაინასთან მიმართებით, რომ ცალკეა მთავრობა, რომელიც უკრაინელ ხალხს არ წარმოადგენს. ზოგიერთი შინაც და გარეთაც ამ რუსულის სტილის ნარატივით ძალიან გაერთო, როდესაც საუბრობენ ქართველ ხალხზე და თითქოს ხელისუფლება გამჭვირვალე შუშაა და ამის იქით ხედავენ ხალხს. საქართველოს ხელისუფლება არის ქართველი ხალხის მიერ დემოკრატიულად არჩეული ხალხის წარმომადგენელი, ამიტომ ერთადერთი ვისთანაც საუბრობენ ქვეყნები, ეს არის ხელისუფლება - ხელისუფლებასთან. როდესაც ერთ ქვეყანას აქვს პრეტენზია, რომ ესაუბროს მეორე ქვეყნის არა ხელისუფლებას, არამედ თავზე გადაახტეს და ესაუბროს ხალხს, ამას სხვა ტერმინოლოგია ჰქვია ისტორიაშიც და საერთაშორისო სამართალშიც, ხოლო რასაც ჰქვია ღირებულებები, ეს ასახულია ზუსტად გაეროს წესდებაში, რომელიც ჩაურევლობის პრინციპს ამკვიდრებს“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
Read Entire Article