სამწუხაროა, რომ ჩვენ გვყავს არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებსაც შეიძლება, თავში გაუჩნდეთ აზრი, რომ ევროკავშირს მოსთხოვონ ვიზალიბერალიზაციის შეჩერება და გაუქმება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი კახიანმა განაცხადა.კახიანის თქმით, დარწმუნებულია, ვიზალიბერალიზაციის შეჩერება არ მოხდება.„მე არ მესმის, სხვა რა შეიძლება იყოს შენს ქვეყანასთან მიმართებაში მოღალატეობრივი დამოკიდებულება. მხოლოდ იმიტომ, რომ ვიღაცის და რომელიმე პოლიტიკური ჯგუფის პოლიტიკური ამბიცია დაკმაყოფილდეს, თურმე ჩვენს ქვეყანას უნდა შეეზღუდოს ვიზალიბერალიზაცია, რაც არარეალისტურია. დარწმუნებული ვარ, ასეთი რამ არ მოხდება. ამაზე საუბარი არც არის, სხვადასხვა ოფისებში იგონებენ“, – აღნიშნა გიორგი კახიანმა.„მაკკეინის ინსტიტუტის“ ანგარიშის მიხედვით, ქართული არასამთავრობოების ნაწილი ევროკავშირისგან უვიზო რეჟიმის შეჩერებას ითხოვს.