“რა თქვა პრეზიდენტმა. შინაარსი.
შეიქმნება პროფესიონალების მთავრობა, მოკლე ვადით. პარტიები კი არ დანიშნავენ პრემიერ-მინისტრსა და მინისტრებს პოლიტიკოსებისგან, არამედ მათთან კონსულტაციით დაკომპლექტდება აღმასრულებელი ხელისუფლება პროფესიონალებისგან (ტექნიკური მთავრობის მსგავსი).
წესით, ამით უნდა მორჩეს – ამას არ შევუკრავ კოალიციას, იმას არ შევუკრავ. შეირჩევიან პროფესიონალები და მისცემენ ხმას პარტიები. ეს მთავრობა იქნება მოკლე დროით. შესრულდება ქარტია და მერე ჩატარდება ახალი არჩევნები ახალ რეალობაში.
PS
ხალხს მოუწოდა სრული მობილიზაციისკენ, რადგან ასეთი გარდამტეხი მომენტი საქართველოს უახლეს ისტორიაში არ ყოფილა. ივანიშვილის რუსული ხელისუფლება ქვეყანას აკარგვინებს დამოუკიდებლობას. ის კი არ არის მთავარი, რა გვახსოვს პარტიებზე, არამედ რას დაიმახსოვრებენ ჩვენი შვილები 26 ოქტომბრიდანო,” – წერს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ვახო სანაია.