სანამ განვსაზღვრავთ, რა არის ეგზორციზმი, უნდა ითქვას, თუ რატომ წარმოიშვა იგი. ყველა რელიგია აღიარებს ბოროტი სულების, დემონების არსებობას, რომლებიც აღწევენ ადამიანის სხეულში და მას საშინლად მოქცევას აიძულებენ. დემონები უნერგავენ ადამიანს სიძულვილს, ბრაზს, სასოწარკვეთას, თვითმკვლელობის სურვილს და ა.შ. სწორედ ამ თემაზე „პრაიმტაიმს“ ეზოთერიკოსი, გოგა მანია ესაუბრება. მან ახლახან დიდი გზა გაიარა, რათა ერთ გოგონას დახმარებოდა და ის, ბოროტი სულისგან გაეწმინდა. ამსახველი ვიდეო, სოციალურ ქსელში გავრცელდა და მას დიდი გამოხმაურებაც მოჰყვა. გოგა, პირველ რიგში, რომ ახსნათ, რა არის ეგზორციზმი და როგორ წმენდთ ბოროტი სულისგან ადამიანს? ეგზორციზმი არის დაბალვიბრაციული ენერგიისგან გათავისუფლება. ჩასახლების მიზეზი, ეს არის, მაგალითად ხშირად კარმული კვანძები, მათთან ხშირად ცხოვრობს მესამე თვალი, ესმით ხმა, თითქოს ვიღაც ეძახის, ეს გადადის უმეტესად ენერგეტიკულად სუსტ პაციენტზე. არაერთხელ ჰქონიათ მათ სუიციდის მცდელობა, ამ ენერგიას შეუძლია ადამიანის მართვა. ეგზორციზმს საქართველოში მარტო მე ვაკეთებ. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი მარტივი არ არის. ახლა ძალიან დიდი გზა გავიარე, რომ ერთ გოგონას დავხმარებოდი. ერთი წმენდა სრულიად საკმარისია, რომ ადამიანს ეშველოს. დღეს უკვე დამირეკეს და მითხრეს, რომ გოგონა თავს უკეთ გრძნობს.როგორ მიხვდნენ ადამიანები, რომ ისინი ბოროტმა ძალებმა შეიპყრო?ხშირი ჯანმრთელობის პრობლემები, ნარკოდამოკიდებულება, ღამის საათებში უძილობა და მოუსვენრობა, ზიზღი საკუთარი თავის სუიციდზე ფიქრი და ა.შ. ეგზორციზმის დროს მეც ცუდად ვხდები, თუმცა არ მაქვს უფლება წავიქცე. ხშირ შემთხვევაში, ჩემი პაციენტები უფრო ახალგაზრდები არიან. მინდა საზოგადოებას მივმართო, ყველაფერი რაც ხდება, იმიტომ ხდება, რომ მოხდეს. ჩვენ შეგვიძლია, მეტი რწმენით ყველაფერი შევცვალოთ. როგორ დაიცვან ადამიანებმა თავი ამ უხილავი ბოროტებისგან?როდესაც ეს პრობლემები არსებობს და გყავთ ადამიანი, ვისაც მსგავსი რამ აწუხებს, სასურველია მათმა ოჯახის წევრებმა ილოცონ (სნეულისთვის). თავად დაავადებულმა არ უნდა ??