ეს არის არჩევნების წინ ამომრჩევლის თავისუფალი ნების გამოვლენაზე ზეწოლა, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი კახიანმა აშშ-ის სენატის მიერ 25 სექტემბერს განსახილველ აქტზე და შესაძლო სანქცირების საკითხზე საუბრისას.„ფაქტობრივად, ეს არის მოსახლეობის დაშანტაჟება რაღაც კონკრეტული გზავნილებით. სამწუხაროდ, მე არ მაქვს ისეთი მოლოდინი, რომ ეს აქტი იქნება აქტი, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის რაიმე სარგებლის მომტანია, რადგან ის წინაპირობა, რომელიც ამ აქტის მიღებას უძღვის, მხოლოდ იმაზე მიგვითითებს, რომ ამ აქტს გარკვეულწილად შანტაჟის სახე ექნება ქვეყანასთან მიმართებაში. არჩევნების წინ ჩვენი მოსახლეობის წინაშე სანქციებით საუბარი სრულიად არასწორად მიმაჩნია“, - აღნიშნა კახიანმა.