David Kodua: We are rehabilitating about 70 internal roads in the city, next year more than 80 additional streets will be paved with asphalt.

News.ge 3 months ago 85
David Kodua: We are rehabilitating about 70 internal roads in the city, next year more than 80 additional streets will be paved with asphalt.

„ქართული ოცნების“ ზუგდიდის დელეგატობის კანდიდატი დავით კოდუა მოქალაქებთან შეხვედრებს განაგრძობს. კოდუა ამჯერად მოსახლეობას კარდაკარის პრინციპით ზვიად გამსახურდიას გამზირსა და მიმდებარე კორპუსებში შეხვდა. დავით კოდუასთან ერთად შეხვედრებზე სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია, ზუგდიდის მერი მამუკა წოიწერია და „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები იმყოფებოდნენ.
„დღეს კარდაკარის პრინციპით შეხვედრები ზუგდიდში, გამსახურდიას გამზირზე და მიმდებარედ მრავალბინიანი კორპუსების მოსახლეობასთან გავმართეთ.
ქალაქის მასშტაბით მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები განვახორციელე, განახლდა ქალაქის ცენტრი, ამჟამად მიმდინარეობს დადიანის ქუჩაზე არსებული კორპუსების სარეაბილიტაციო სამუშაოები, ასევე სამუშაობი ხორციელდება ფუნიკულიორის უბანში, სადაც ისტორიული კიბის და მიმდებარე ტერიტორიის მოწყობა მიმდინარეობს.
ქალაქში განვახორციელეთ უმნიშვნელოვანესი პროექტები წყალმომარაგების, წყალარინების მიმართულებით. აღვადგინეთ ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი, „ქართუ ჯგუფმა“ მოახდინა ნიკოსეული სასახლის სრული რეაბილიტაცია, მნიშვნელოვანი პროექტები განხორციელდა მრავალბინიანი კორპუსების გადახურვის, ლიფტების, სადარბაზოების, მოედნების, საბავშვო სივრცეების მოწყობის მიმართულებით. ავაშენეთ და რეაბილიტაცია ჩავუტარეთ სკოლებს, საბავშვო ბაღებს, უნივერსიტეტის ბაზაზე ავაშენეთ პროფესიული სასწავლებლის კორპუსი, სტუდენტური საცხოვრებელი და ეს განხორციელებული პროექტების მხოლოდ მცირე ჩამონათვალია.
ჩვენი დევნილი მოსახლეობისთვის ავაშენეთ მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსები ბარამიას და თაბუკაშვილის ქუჩაზე, კომბინატის დასახლებაში კი, დაწყებული გვაქვს 1700 დევნილი ოჯახისთვის მრავალბინიანი კორპუსების მშენებლობა“ – აცხადებს დავით კოდუა.
„ქართული ოცნების“ დელეგატობის კანდიდატი ყურადღებას ამახვილებს ქალაქის მასშტაბით მიმდინარე და დაგეგმილ მნიშვ?

Read Entire Article