"ქართული ოცნების" ზუგდიდის დელეგატობის კანდიდატი მოსახლეობასთან აქტიურ შეხვედრებს განაგრძობს.დავით კოდუა, კარდაკარის პრინციპით, უკვე ესტუმრა 21 სოფელს, ამჯერად კი მმართველი გუნდის წარმომადგენელი ანაკლიის, განმუხურისა და ერგეტის მოსახლეობის საჭიროებებს გაეცნო.