მთაწმინდის რაიონში ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება. წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, „ქართული ოცნების“ გუნდის წევრები მოსახლეობასთან შეხვედრებს აქტიურ რეჟიმში განაგრძობენ.მთაწმინდის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი დავით კირკიტაძე და საარჩევნო სიის მთაწმინდა-კრწანისის დელეგატი დავით კაჭარავა კიკეთის, კოჯრისა და ტაბახმელის ადგილობრივ მცხოვრებლებს შეხვდნენ.მოქალაქეებთან ისაუბრეს 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობაზე. მოისმინეს, მოქალაქეების საჭიროებების შესახებ და ერთად დასახეს მათი მოგვარების გზები.